Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

თეთრ ღვინოში მოხარშული სვია
2013-03-04, 11:56 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
150გ ცხვრის ხორცი
30გ გამდნარი კარაქი
150გ ბულგარული წიწაკა
20გ ხახვი
10გ ფქვილი
10გ ბრინჯი
20გ პამიდორი ან ტომატის სოუსი
50გ მჟავე რძე
1/2 კვერცხი
5გ ოხრახუში
დაფქული წითელი წიწაკა
პილპილი

მომზადების წესი:
წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე, დავამატოთ წიწაკა, გარჩეული და გარეცხილი ბრინჯი, ჩავასხათ ტომატის სოუსი, ცოტაოდენი წყალი და ვადუღოთ 10-15 წუთი. ნახევრად მოხარშულ ბრინჯს შევურიოთ დაჭრილი ხორცი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ოხრახუში. ბულგარულ წიწაკას მოვაჭრათ ზედა ფართო ნაწილი და ამოვაცალოთ თესლი. მომზადებული ფარშით ამოვავსოთ წიწაკა და შევწვათ მდუღარე ზეთში. შემდეგ გადავიტანოთ ქვაბში, დავასხათ სოუსი და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე.

სოუსის მოსამზადებლად ზეთში მოვშუშოთ ხახვი, დავუმატოთ ფქვილი, წიწაკა, ტომატის პასტა ან პატარა ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი. დავასხათ თბილი წყალი ან ბულიონი და მოვაყაროთ მარილი გემოვნებით.

მჟავე რძის მოსამზადებლად ჩავასხთ კვერცხი და სოუსი (რომელშიც იშუშებოდა წიწაკა) მჟავე რძეში. მიღებული ნარევი შემოვდგათ ცეცხლზე და ვურიოთ სანამ არ შესქელდება. შემდეგ გავწუროთ საწურში და მოვაყაროთ ზემოდან ოხრახუში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: koxo | ტეგები: რეცეპტი, კულინარია, რეცეპტები, kulinaria, ჭიქა, პილპილი, kulinari, ხორცი, კარაქი, ფქვილი ნანახია: 1490 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]