Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ორცხობილა წინასწარმეტყველებებით
2013-03-05, 12:21 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კვერცხი – 3 ცალი;
შაქრის პუდრა – 125 გრ;
კარაქი – 45 გრ;
ფქვილი – 65 გრ;

მომზადების წესი:
კვერცხის ცილა გულისგან გავაცალკევოთ. ავთქვიფოთ ცილა გამაგრებამდე, ნელ-ნელა შევათქვიფოთ შაქრის პუდრა. შემდეგ დავამატოთ გამდნარი და შეგრილებული კარაქი, ფქვილი და კარგად ავურიოთ. თუ ცომი სქელი მოგეჩვენათ, შეგიძლიათ დაუმატოთ 2-3 სუფრის კოვზი წყალი და ოდნავ გაათხელოთ. გააჩერეთ 15 წუთით.გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ტაფაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვით კარაქი.

კარაქწასმულ პერგამენტზე დადეთ თითო-თითო სუფრის კოვზით ცომი. გაასწორეთ ისე, რომ პატარა ბლითის ფორმა მიიღოს (დაახლოებით 8 სმ დიამეტრი). აცხვეთ ორცხობილა იქამდე, სანამ კიდეები არ შეუყავისფრდება.

გამომცხვარი ორცხობილა გადმოიღეთ ტაფიდან და ჩქარ-ჩქარა შეაერთეთ კიდეები: ყოველი ორცხობილის შუაში ჩადეთ ფურცელზე დაწერილი სურვილი, ან წინასწარმეტყველება (სასურველია, დაბეჭდილი და ამოპრინტერებული იყოს).

ახლა მოკეცეთ ისე, რომ ნიჟარის ფორმა მიიღოს, შემდეგ კი ჩამოაცვით ფინჯანს ან ჭიქას (სასურველია, იყოს სქელი შუშის ჭიქა).

შეგიძლიათ ფორმამიცემული ორცხობილები მჭიდროდ ჩაალაგოთ ფიალაში ან ფართე ჭიქაში, რომ საბოლოო ფორმა მიიღოს და არ გაიშალოს.

ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა გააკეთოთ, სანამ ორცხობილა ცხელი იქნება.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: koxo | ტეგები: კულინარია, რეცეპტი, kulinaria, რეცეპტები, ჭიქა, კურდღელი, ორცხობილა, პილპილი, ხახვი, kulinari ნანახია: 1687 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]