Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხაჭოს ხინკალი ისპანახით / khachos khinkali ispanakhit
2025-03-07, 2:41 PM
www.auf.ge -

ხაჭოს ხინკლები ბავშვობიდან მახსოვს, მეც გულმოდგინედ ვეხმარებოდი ბებოს ცომის გაბრტყელებაში პაწაწინა ხელებით, მერე მოხვევაც ვისწავლე, ერთგვარი ოჯახური ტრადიცია იყო.

შემადგენლობა:
600 გრ. ხაჭო
1 კგ. ფქვილი
200 გრ. კარაქი
1 კგ. ისპანახი
2 მარილი

მომზადების წესი:
ისპანახი გავრეცხოთ, გავასუფთავოთ, დავჭრათ წვრილად, დავაბლენდეროთ მცირეოდენ წყალთან ერთად, რომ მივიღოთ ფაფისებრი მასა.
დიდ ჯამში ჩავყაროთ 600გრ ფქვილი, 1ცალი კვერცხი, დავუმატოთ 1 ჩ.კ მარილი და ნელ-ნელა შევურიოთ დაბლენდერებული ისპანახი, ცომი მოვზილოთ მანამ, სანამ ხელებიდან არ მოგვშორდება.
საჭიროების შემთხვევაში დავუმატოთ ფქვილი, მოზელილი ცომი გადავახვიოთ საკვები "ცელოფნით" და შევდგათ მაცივარში.
ცალკე თასში, ხაჭოს შევურიოთ 100 გრამი დარბილებული კარაქი, ცოტა მარილი და კვერცხი, ავურიოთ კარგად. ხინკლის გულსართი მზადაა. მაღალ ცეცხლზე დავდგათ ქვაბი და ნახევრამდე გავავსოთ წყლით, ავადუღოთ და დავუმატოთ მარილი.
ცომი გავაბრტყელოთ 1 სმ.-ის სისქეზე, ამოვჭრათ მრგვალი ფორმები და გავაბრტყელოთ თხლად, დაახლოებით 3 მმ.-ის სისქეზე, ან მეტზე, სურვილის შემთხვევაში. ხაჭო თანაბრად გავანაწილოთ გაბრტყელებულ ფორმებში, მოვახვიოთ ხინკლები და ფრთხილად ჩავყაროთ ადუღებულ წყალში, 7-10 წუთის შემდეგ საწურის საშუალებით ამოვიღოთ თეფშზე.
სუფრასთან მივიტანოთ ცხელ მდგომარეობაში, სურვილისამებრ, მიირთვით კარაქთან, არაჟანთან ან მაწონთან ერთად.

გადმოწერა ()



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: ხაჭოს ხინკალი, ისპანახის ხინკალი, ხინკალი, ispanakhi, khachos khinkali, kulinaria, კულინარია, khinkluka, recepti, receptebi, არაჟანი, მზარეული, mzareuli, ხაჭო, მაწონი, ისპანახი, khinkali, რეცეპტი, რეცეპტები, კარაქი, ხინკლუკა, xachos xinkali ნანახია: 73 | რამოტვირთვები: 10 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]