Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გემრიელი აჯიკას რეცეპტი ნაილოსგან / gemrieli ajikas recepti nailosgan
2021-09-24, 11:52 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1. წიწაკა ნედლი - 2.5 კგ;
2. ნიორი - 1 დ.თავი;
3. მარილი მსხვილი, არაიოდირებული - 1,5 სფ;კ.
4. რეჰანი ხმელი - 4 ჩ.კ;
5. ხმელი ქინძი (თესლი)- 1 ჩ .კ;
6. უცხო-სუნელი(თესლი) - 5 ჩ.კ;
7. ქონდარი (ხმელი)- 2 ჩ.კ;
8. ცერეცოს თესლი – 1 ჩ.კ.

მომზადებია წესი:
წიწაკა აკინძეთ ძაფზე და ჩამოვკიდეთ მშრალ ადგილას ~20-25 დღე, 2-ჯერ უნდა შემცირდეს.
ნიორის თითოეული კბილი გაჭერით შუაზე(ბირთვი ამოუღეთ) , დადეთ თეფშზე, გადააფარეთ ქაღალდის პირსახოცი და გააჩერეთ მშრალ ადგილას 6-7 დღით. ცოტათი უნა გახმეს.
წიწაკა რო საკმაოდ გახმება, გარეცხეთ, მოაცილეთ ყუნძები და თესლი (მოსახერხებელია მაკრატელს თუ მოვიხმართ) ჩაალაგეთ თასში, დაასხით ცხელი წყალი და გააჩერეთ 30-40 წთ.
ამოიღეთ წულიდან.
2-ჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მეორე გატარების დროს დაამატეთ ნიორი.
გაათბეთ ყველა მშრალი თესლი ტაფაზე, დაფქვით რეჰანთან ერთად ყავის საფქვავში და დაუმატეთ წიწაკას + მარილი.
კარგად აზილეთ..
უნდა მივიღოთ სქელი, ელასტიური მასა.
შეგიძლიათ დაამატოთ გატარებული ნიგოზი. ნედლი ქინძი. მე ამას ვაკეთებ უშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ.
შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას.

P.S.
1. დავიმახსოვროთ!!!!
აჯიკაა მხოლოდ: ცხარე წიწაკა. მარილი, ნიორი, სუნელები გემოვნებით.
პამიდორს ან სხვა ბოსტნეულს თუ თუ ვამატებთ ეს უკვე არ არის აჯიკა, ეს უკვე საწებელია.
ნუ გვეშლება!!!!!
აჯიკაში ერთადერთი დაშვებული „თავხედობაა“- ბულგარული პილპილი.
2. აჯიკის ვარიანტები:
ა. ხმელი წითელი წიწაკის აჯიკა
ბ.ნედლი წითელი წიწაკის აჯიკა
გ. წითელი შებოლილი წიწაკის აჯიკა
დ. ნედლი მწვანე წიწაკის აჯიკა
3. გირჩევთ წიწაკა დაამუშაოთ სამედიცინო ნიღაბის და რეზინის ხელთათმანებში (სასურველია ორმაგი

რეცეპტის ავტორი – nailo nailo


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: mariamkhvedeliani | ტეგები: cxare, წიწაკა, ცერეცო, tsitsaka, ckhare, ajika, მარილი, rehani, მზარეული, ცხარე, რეჰანი, ქონდარი, uckho suneli, cereco, რეცეპტები, უცხო სუნელი, რეცეპტი, cicaka, marili, qondari, კულინარია, niori, wiwaka, აჯიკა, ნიორი ნანახია: 1127 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]