Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხახვი ბალზამიკოში
2013-01-23, 2:09 PM
www.auf.ge -



შემადგენლობა:
350 გ პატარა ზომის ხახვი,
1-2 ს.კ. ზეთი,
2 ს.კ. თაფლი,
1 ს.კ. თეთრი,
ან 2 ს.კ. ყავისფერი შაქარი,
200 მლ ბალზამირებული ძმარი,
100 მლ წითელი ღვინო,
50 მლ წყალი,
წიწაკა, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
გაუფცქვნელი ხახვი მოვათავსოთ წყალში და 7 წუთის განმავლობაში ვადუღოთ, შემდეგ გადავავლოთ ცივი წყალი და გავფცქვნათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და გაფცქვნილი ხახვები 5 წუთის განმავლობაში ვშუშოთ, დავუმატოთ შაქარი და თაფლი და მზადება დაბალ ცეცხლზე განვაგრძოთ. როცა კარამელიზაცია დაიწყება, ხახვს დავასხათ ღვინო, წყალი და ძმარი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ჭურჭელს დავახუროთ სახურავი და დაბალ ცეცლხზე 20 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. მზა ხახვი მოვათავსოთ გასტერილებულ ქილებში, დავასხათ თავისივე ცხელ-ცხელი წვენი, გავუკეთოთ საფარებლები და საფარებლით ქვემოთ დავდგათ, სანამ არ გაგრილდება. ასე მომზადებული ხახვი შეგიძლიათ დაუმატოთ სხვადასხვა სალათას, მოშუშულ ბოსტნეულს, მიირთვათ გახუხულ პურთან, გრილზე შემწვარ სოკოსთან, ყველთან ან პამიდვრის ჩირთან ერთად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მარილი, კულინარია, ზეთი, ბალზამირებული ძმარი, რეცეპტები, თაფლი, წიწაკა, წითელი ღვინო, წყალი, ყავისფერი შაქარი ნანახია: 1672 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]