Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

როგორ გამოვაცხოთ თაფლის ბისკვიტის რულეტი / rogor gamovackhot taflis biskvitis ruleti
2014-07-07, 3:07 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ბისკვიტისათვის:
6 კვერცხი
4 ს/კ თაფლი
1 ჭიქა შაქარი
1.5 ჭიქა ფქვილი
2 ც/კ გამაფხვიერებელი
კრემისათვის:
400 გრ არაჟანი
1 ჭიქა შაქრის პუდრა
რამდენიმე წვეთი ვანილის ესენცია

მომზადების წესი:
1 გაახურეთ თქვენი ღუმელი 180 გრადუსამდე. დააფინეთ ჟარონაზე დიდი საცხობი ფურცელი ან პერგამენტი.
2 მიქსერის ჯამში აურიეთ კვერცხი, შაქარი და თაფლი. ჩართეთ მიქსერი და ათქვიფეთ თეთრ ჰაერობან ქაფამდე. შეურიეთ ფქვილი გამაფხვიერებელს და მოაყარეთ ათქვეფილ კვერცხებს. აურიეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე.
3 დაასხით მიღებული მასა ჟარონაზე და შედგით გახურებულ ღუმელში 10-12 წუთით, რათა იგი გახდეს მოყვითალო. შემდეგ გამზადებული ბისკვიტი გადმოატრიალეთ ხელსახოცზე და ქაღალდის მოუხსნელად დაახვიეთ.
4 სანამ რულეტი გაცივდება, აურიეთ კრემის მოსამზადებლად საჭირო ყველა ინგრედიენტი. ძალიან მნიშველოვანია 25% არანაკლები ცხიმიანობის მქონე არაჟანის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შეძლებთ მის ათქვეფას.
5 ამოატრიალეთ რულეტი და წაუსვით კრემი. დაახვიეთ იგი კვლავ და შედეთ მაცივარში რამდენიმე საათით (შეგიძლიათ მთელი ღამის განმავლობაში).


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, თაფლი, რულეტი, receptebi, ტკბილეული, ბისკვიტი ნანახია: 1789 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]