Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ყვავილოვანი კომბოსტო ბაჟეში

შემადგენლობა:
1 კგ. ყვავილოვანი კომბოსტო,
1,5 ჩაის ჭიქა ნიგოზი,
4-5 კბილი ნიორი,
სამ–სამი ძირი მწვანილი,
წიწაკა, მარილი, ძმარი და ზაფრანა გემოვნებით.

მომზადების წესი:
გადაარჩიეთ ყვავილოვანი კომბოსტო, გარეცხეთ, მოათავსეთ მდუღარე მარილწყალში და მოხარშეთ, შემდეგ გადაწურეთ და გააციეთ.
დანაყეთ ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, ზაფრანა. ნიგვზიდან გამოხადეთ ზეთი. ნიგვზიანი მასალა გახსენით ძმარში, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, ყველაფერი მარილთან ერთად აურიეთ მოხარშულ კომბოსტოში, მიღებული კერძი გადაიტანეთ შესაფერის ჭურჭელში. მოასხით გამოხდილი ზეთი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ბროწეულის მარცვლები.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2013-01-15, 1:28 AM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ბაჟე, მარილი, ბაჟა, ბროწეული, ძმარი, ზაფრანა, kvavilovani kombosto, ყვავილოვანი კომბოსტო, yvavilovani kombosto, წიწაკა
ნანახია: 2177 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]