Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

საქონლის ხორცი ყვავილოვანი კომბოსტოს პიურესთან - გემრიელი და სასარგებლო კერძი / saqonlis khorci kvavilovani kombostos piurestan - gemrieli d
2018-03-18, 5:23 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
საქონლის მჭლე ხორცი 2 კგ
ყვავილოვანი კომბოსტო 600 გ
კარტოფილი 300 გ
ზეითუნის ზეთი 1 ს/კ
რძე 50 მლ
ნაღების კარაქი 50 გ
მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
მჭლე ხორცს მოაყარეთ მარილი და წაუსვით ზეითუნის ზეთი.
შეწვით ტაფაზე, სანამ არ გავარდისფრდება. შემდეგ გადაიღეთ საცხობ ტაფაზე, დაუმატეთ 1/3 ჭიქა წყალი და აცხვეთ ღუმელში, 180С-ზე დაახლოებით 2 სთ.
ყვავილოვანი კომბოსტო დაანაწევრეთ პატარა ყვავილედებად და მოხარშეთ.
კარტოფილი გაფცქვენით, დიდ ნაჭრებად დაჭერით და მოხარშეთ ცალკე ქვაბში.
მოათავსეთ მოხარშული კომბოსტო და კარტოფილი ბლენდერში, დაუმატეთ რძე და ნაღების კარაქი. დააბლენდერეთ, რომ მიიღოთ პიურე.
მაგიდასთან ხორციც და პიურეც მიიტანეთ ცხლად. პიურეს მოასხით წვენი, ხორცის საცხობი ტაფიდან.

გემრიელად მიირთვით!



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: პიურე, რძე, კარაქი, საქონლის ხორცი, saqonlis xorci, yvavilovani kombosto, ყვავილოვანი კომბოსტო, piure, rdze, karaqi ნანახია: 882 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]