Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ფრანგული კრეპები / franguli krepebi
2017-07-03, 8:04 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
400 მლ. რძე
100 მლ. წყალი
2 კვერცხი
1 ჩაის კოვზი შაქარი
1 მწიკვი მარილი
400 გრ. ახალი კენკრა
400 მლ. ნაღები 35%
150 გრ. დაფქული შაქარი
1 ჩაის კოვზი კარაქი

მომზადების წესი:



დიდ ჯამში გაცერით ფქვილი, შაქარი და მწიკვი მარილი. ფქვილში გააკეთეთ პატარა ჭა. ცალკე ოდნავ ათქვიფეთ კვერცხი, რძე და 100მლ. წყალი. ფრთხილად ჩაასხით ეს სითხე ფქვილის ჭაში, თან ხელის სათქვეფით პარალელურად მოურიეთ, სანამ ცომი არ გახდება ერთგვაროვანი. შეგიძლიათ მიქსერიც იხმაროთ. დაამატეთ გამდნარი კარაქი, მოურიეთ და დაასვენეთ ცომი მაცივარში მინიმუმ 10 წუთი.



ტაფა კარგად გააცხელეთ. ერთჯერადად წაუსვით ცხიმი. დაასხით თხლად ცომი და გამოაცხვეთ ორივე მხარეს. გამომცხვარი კრეპები დაკეცეთ სამკუთხედებად და დაალაგეთ თეფშზე. შიგთავსისთვის გამოიყენეთ ნაღების კრემი - ათქვიფეთ ნაღები, დაფქული შაქარი და ვანილი. უმჯობესია სერვირებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოამზადოთ.

მორთეთ კრეპები კრემითა და კენკრით.

რეცეპტის ავტორი - თამარ სორდია GastroGuide.Borjomi.Com - ისთვის



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: ფრანგული კრეპი, fqvili, kvercxi, franguli samzareulo, რძე, კვერცხი, ფრანგული სამზარეულო, KENKRA, franguli krepi, rdze ნანახია: 3459 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]