Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბლინები სხვადასხვა სახეობის ჯემით / blinebi skhvadaskhva sakheobis jemit
2019-12-21, 1:52 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ჭიქა ამჟავებული რძე ან წყალარეული მაწონი
1 ჭიქა მდუღარე წყალი
1 ს.კ. შაქარი
დანის წვერით - სოდა
1 ჭიქა ფქვილი
2 კვერცხი
2 ს.კ. ზეთი
2 ს.კ. კარაქი
2 ს.კ. ქოქოსის ფანტელი
ქლიავისა და ვაშლის ჯემი
დანის წვერით - ვანილი

მომზადების წესი:
კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ მდუღარე წყალი და შემდეგ რძე, სოდაარეული ფქვილი, ზეთი.
გავახუროთ ტაფა და ფუნჯით წავუსვათ ზეთი, ზედ დავასხათ ცომი, ხელით გადავანაწილოთ რომ თხლად მოედოს ტაფის ძირს და ორივე მხარეს გამოვაცხოთ.გამოცხობილ ბლინებს წავუსვათ ცოტ-ცოტა კარაქი.
გადავახვიოთ ჯემით და მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელი.
როდესაც მდუღარე წყალს დავასხამთ და გავთქვეფთ, არ გავაჩეროთ თქვეფა, ისე დავუმატოთ ამჟავებული რძე. ეს ბლინები შეგვიძლია მოვამზადოთ სხვა გულსართით: ბეზე ნიგვზით და ზემოდან - შოკოლადის მინანაქარი. გულში გავუკეთოთ დაშაქრული ხაჭოიანი გულსართი, შევწვათ და მივირთვათ ვაშლის პიურესთან ან შოკოლადის მინანქართან ერთად. შეგვიძლია უშაქროდ მოვამზადოთ, გავუკეთოთ ხორცის ან სხვა გულსართი და შევწვათ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ტკბილი, ვაშლი, მურაბა, rdze, blini, ჯემი, ბლინი, kulinaria, muraba, კულინარია, გემრიელი, jemi, blinebi, რძე, recepti, რეცეპტი, kverckhi, vashli, qliavi, რეცეპტები, tkbili, ქლიავი, ბლინები, gemrieli, კვერცხი ნანახია: 1067 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]