Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მაკარონის, ხორცისა და ბეშამელის გემრიელი კომბინაცია — იტალიური პასტიციო / makaronis, khorcisa da beshamelis gemrieli kombinacia — pasticio
2019-12-21, 2:22 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
500გ სქელი ხვრიტილებიანი მაკარონი
650გ გატარებული ღორის ხორცი ან შერეული
5ს/კ ზეთი
1 ხახვი
1ს/კ ტომატ-პასტა
1ჩ/კ დარიჩინი (შეგიძლიათ არ უქნათ, მაგრამ სცადეთ, რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ ხორცს უხდება)
მარილი, პილპილი
ქინძი
1 ს/კ კარაქი
2 კვერცხი
1,5 ჭიქა გატარებული ყველი
სოუსი "ბეშამელი":
1ლ (4ჭიქა) ცხელი რძე
55გ კარაქი
6 ს/კ ფქვილი
2 კვერცხი
1,5 ჭიქა გატარებული ყველი
ცოტა მარილი
ყველი ზემოდან მოსაყრელად

მომზადების წესი
1. მოვათავსებთ ზეთს, ხორცს, ხახვს, ტომატ-პასტას, მარილს და პილპილს ერთად ქვაბში და მოვურევთ ხშირად სანამ სითხე არ შეშრება.
2. ბოლოს ვამატებთ ქინძს და რამოდენიმე წამში გადმოვდგამთ ცეცხლიდან.
3. მოვხარშოთ მაკარონი მარილიან წყალში და რომ მზად იქნება საწურზე გავაჩერებთ შეშრობამდე.
4. შემდეგ დავუმატებთ კარაქს, ათქვეფილ 2 კვერცხს და ყველს. ავურევთ ერთმანეთში.
5. "ბეშამელ" სოუსის მომზადება:
კარაქს და ფქვილს ვურევთ ხელის სათქვეფით და ვუმატებთ ცხელ რძეს.
სულ ვურევთ შესქელებამდე (ძალიან სქელიც არ გააკეთოთ, ისეთი უნდა იყვეს, რომ ადვილად მოასხათ და არ გაგიძნელდეთ).
გაზიდან რომ გადმოვდგამთ და ცოტა გაგრილდება დავუმატებთ კვერცხს, ყველს და ცოტა მარილს, მოვურევთ და მზად არის.

აწყობა:
1. 27X27 ზომის ღუმელში შესადგმელ თუნუქის ფურცელზე ან სხვა ჭურჭელში მოვასხავთ ცოტა ბეშამელს, დავაწყობთ ნახევარ უკვე მოხარშულ მაკარონს და მოვასხავთ 4-5 ს/კ ბესამელს.
2. მოვაყრით მზა ხორცის ფარშს
3. ზედ დავაწყობთ დარჩენილ მაკარონს
4. ზემოდან მოვასხავთ ბეშამელ სოუსს,
5. მოვაყრით ყველს
6. ვაცხობთ 160-170 გრადუსზე, დაახლოებით 45 წუთი.
7. მზად რომ იქნება 30 წუთი გამორთულ ღუმელში გავაჩერებთ, მერე კი დავჭრით. რაც უფრო გრილია, მით უფრო კარგად იჭრება.

enjoy...


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: italiuri samzareulo, გემრიელი, goris xorci, კვერცხი, კულინარია, ღორის ხორცი, კარაქი, pasticio, მაკარონი, beshameli, ყველი, ტომატ-პასტა, kulinaria, ბეშამელი, makaroni, recepti, იტალიური სამზარეულო, gemrieli, kverckhi, ghoris khorci, რეცეპტი, პასტიციო ნანახია: 1145 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]