Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გლინტვეინის ფელამუში / glintveinis felamushi
2019-01-12, 3:09 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ლიტრი წითელი ღვინო
100 მლ. კონიაკი
500 მლ. ალუბლის წვენი
5 გრ. დარიჩინი (გემოვნებით)
100 გრ. შაქარი (გემოვნებით)
2 ღერი მიხაკი
1 ფორთოხლის ცედრა
11 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი

მომზადების წესი:
წითელი ღვინო, კონიაკი, ცედრა, დარიჩინი, მიხაკი და შაქარი მოვათავსოთ (სასურველია თუჯის ჭურჭელი) ერთ ქვაბში და ავადუღოთ. დუღილის შედეგად ხდება ალკოჰოლის აორთქლება, რის მეშვეობითაც შეგვიძლია მისი გრადუსი ჩვენს სასურველ დონეზე დავაყენოთ. მას შემდეგ რაც სასურველ ნიშნულს მივაღწევთ, მასას გადავწურავთ.
ალუბლის წვენსა და ხორბლის ფქვილს ერთმანეთში კარგად გავხსნით, დავუმატებთ მიღებულ მასას და შემოვდგავთ ნელ ცეცხლზე. დასრულების პროცესამდე სასურველია ხის კოვზით მორევა, ნელი მოძრაობით ერთი და იგივე მიმართულებით. ადუღებიდან 5-7 წუთი საკმარისია იმისთვის რომ ფქვილი მოიშუშოს.
შეგიძლიათ მიირთვათ თბილ და ცხელ მდგომარეობაში. ყველზე მეტად უხდება ნიგოზი, ნუში და თხილი. პ.ს იგივე მეთოდის გამოყენებით შეგვიძლია მოვამზადოთ ფელამუში და ამოვავლოთ ჩურჩხელები და ჯანჯუხი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: tatara, mixaki, ხორბლის ფქვილი, მიხაკი, კულინარია, თათარა, შაქარი, წითელი ღვინო, mikhaki, გლინტვეინი, kulinaria, koniaki, ფელამუში, დარიჩინი, ghvino, კონიაკი, receptebi, ფორთოხლის ცედრა, darichini, felamushi, glintveini, recepti, gemrieli, ალუბლის წვენი, რეცეპტი ნანახია: 1114 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]