Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

საშობაო დესერტი - გამომცხვარი გოგრა, კომში და ვაშლი / sashobao deserti - gamomckhvari gogra, komshi da vashli
2019-01-12, 3:01 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 საშუალო ზომის გოგრა
1 დიდი ზომის კომში
1 დიდი ზომის ვაშლი
300 გრ. ნიგოზი
200 გრ. ნუში
4 ღერო დარიჩინი
2 ანისის ვარსვკლავი
300 გრ. სარაჯი (ფიჭიანი თაფლი)
10 გრ. შაქრის ფხვნილი
50 გრ. რაფინირებული ზეთი

მომზადების წესი:
გოგრა, კომში და ვაშლი გავჭრათ შუაზე. ამოვუღოთ გულები, მოვასხათ ლიმონი იმისთვის, რომ არ დაკარგოს ფერი და ხელი შეუწოს მისი ბოჭკოების აქტივაციას.
მოვათავსოთ დიდი ზომის ქვაში დარიჩინის ჯოხებთან და ანისის ვარსკვლავთან ერთად და ვხარშოთ 20 წუთის განმავლობაში. რადგან ვაშლი უფრო ნაზი სტრუქტურისაა,მისი ამოღება 10 წუთით ადრე მოგვიწევს. 20 წუთის შემდგომ, მოვათავსოთ გამოსაცხობ სინზე გოგრა, კომში, ვაშლი, დარიჩინის ჯოხები და ანისის ვარსკვლავი. მოვასხათ ზემოდან 50 მლ ზეთი და ცოტაოდენი თაფლი, შევდგათ გამოსაცხობად 200 გრადუსზე15 – 20 წუთით. თავი კარგად რომ მოუყავისფერდება (არა მთლიანად, არამედ კიდეები და გულის მხარე) გამოვიღოთ და გავაციოთ.
ცოტაოდენი თაფლი (დაახლოებით 100 გრ) მოვათავსოთ საშუალო ზომის ქვაბში და ვადუღოთ 5 წუთი ( სასურველია ხის კოვზით ნელი მოძრაობით თაფლის მორევა იმისთვის, რომ არ ჩაშაქრდეს). მიღებულ მასას დავამატოთ ნიგოზი, ნუში და ლიმონის წვენი, 2-3 წუთით მოვთუშოთ ერთად. მიღებული მასა მოვაყაროთ ზემოდან გოგრას, კომშსა და ვაშლს, დავაჭრათ სარაჯი კუბებათ, გავაფორმოთ დარიჩინის ჯოხებით და ანისის ვარსკვლავით. ერთი ლიმონი გავჭრათ შუაზე და მოვუდოთ გვერდით. სულ ბოლოს მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი.
სასურველია დესერტის ცივად მირთმევა, რადგან დარიჩინისა და ანისის ვარსკვლავის გემო ცხელ და თბილ პროდუქტში ცოტაოდენ მძაფრად გამოიკვეთება. გაციების შემდეგ გემოები დასტაბილურდება. გისრუვვებთ ბედნიერ შობა ახალ წელს.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: რეცეპტები, ნუში, nushi, komshi, recepti, ზეთი, nigozi, სარაჯი, kulinaria, ფიჭიანი თაფლი, ვაშლი, fichiani tafli, რეცეპტი, gogra, კომში, გოგრა, zeti, darichini, vashli, saraji, ანისის ვარსკვლავი, anisis varskvlavi, კულინარია, დარიჩინი, ნიგოზი ნანახია: 1250 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]