Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ფორთოხლის კექსის გემრიელი რეცეპტი, რომელიც პირში დნება / fortokhlis keqsis gemrieli recepti, romelic pirshi dneba
2017-11-10, 0:11 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფორთოხალი - 4
კვერცხი - 3
შაქარი - 200 გ
დარბილებული კარაქი - 170 გ
ფქვილი - 180 გ
შოკოლადი - 60 გ
სოდა - 1/2 ჩ.კ

მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 150 გრადუსზე.
ათქვიფეთ კარაქი 120 გ შაქართან ერთად. სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები. შემდეგ ფქვილი, სოდა, 1 ფორთოხლის ცედრა და წვენი.
ჩაასხით ცომი კარაქწასმულ საშუალო ზომის ფორმაში. ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი შოკოლადი და დანის წვერით ან ჩანგლით მსუბუქად აურიეთ. შემდეგ გამოაცხეთ დაახლ. 40 წუთი.
დარჩენილი შაქარი და 3 ფორთოხლის წვენი გაათბეთ და მოამზადეთ მსუბუქი სიროპი. დაასხით ღუმელიდან ახალგამოღებულ, ცხელ ნამცხვარს. გააციეთ ბოლომდე და შემდეგ დაჭერით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, რეცეპტი, ბლინები, ბლინი, რეცეპტები, kulinaria, recepti, blinebi, receptebi, blini ნანახია: 2042 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]