Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ალუბლის კლაფუტი - უმარტივესი და ძალიან გემრიელი ფრანგული დესერტი / alublis klafuti - umartivesi da dzalian gemrieli franguli deserti
2017-09-11, 2:34 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
600 გრ. ტკბილი ალუბალი
2 ს/კ გამდნარი კარაქი
4 ცალი კვერცხი
1 ჭიქა რძე
3⁄4 ჭიქა ფქვილი
1⁄4 ს/კ მარილი
1⁄2 ჭიქა შაქარი
1⁄2 ს/კ ნუშის ექსტრაქტი
1⁄2 ს/კ ვანილის ექსტრაქტი
შაქრის პუდრა

მომზადების წესი:
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180°C-ზე. წაუსვით კარაქი 26 სმ. სიგანის მრგვალ საცხობ ლანგარს და მოაპნიეთ დაახლოებით 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა.
ჩააწყვეთ ლანგარში ყუნწგაცლილი და უკურკო ალუბლები ერთ ფენად და ცომის მომზადებამდე გადადეთ.
გათქვიფეთ კვერცხი დარჩენილ შაქართან და მარილთან ერთად, შეურიეთ ფქვილი, დაამატეთ რძე, ვანილის და ნუშის ექსტრაქტები და თქვიფეთ კარგად შერევამდე. ბოლოს დაამატეთ გამდნარი კარაქი და მოურიეთ. მიღებული მასა ძალიან ჰგავს ბლინების გასაკეთებელ მასას.
დაასხით ეს ნარევი ალუბლებს და აცხვეთ 40–45 წუთის განმავლობაში, სანამ არ ამოფუვდება და არ გადაიბრაწება.
გააგრილეთ ცხაურზე რამდენიმე წუთით. მირთმევამდე მოაფრქვიეთ შაქრის პურდა. მიირთვით თბილი ან გრილი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კლაფუტი, ალუბალი, kvercxi, franguli samzareulo, რძე, კვერცხი, klafuti, kverckhi, rdze, alubali ნანახია: 1455 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]