Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სტაფილოს, კვერცხისა და ნაღების ღვეზელი / stafilos, kverckhisa da naghebis ghvezeli
2017-08-11, 10:22 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფხვიერი ცომი 1 ფირფიტა
ნაღები 200 მლ
ქარი 1 ს/კ.
კვერცხი 3 ც.
სტაფილო 300 გ
ოხრახუში რამდენიმე ღერი
მარილი, პილპილი გემოვნებით
კარაქი 10 გ
ქოქოსის ფანტელი გემოვნებით

მომზადების წესი:
ათქვიფეთ კვერცხები. დაუმატეთ ქარი და ნაღები, განაგრძეთ თქვეფა. მოაყარეთ მარილი და პილპილი. აურიეთ.
საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და დააფინეთ თხელი ცომის ფირფიტა. ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით რამდენიმე ადგილას.
ცომს დაასხით კვერცხის და ნაღების მასა, ზემოდან, თანაბრად გაანაწილეთ გაფცქვნილი და დაჭრილი სტაფილო.
აცხვეთ 200С -ზე, 25-30 წთ, მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი და გააჩერეთ კიდევ 5 წთ.
სუფრაზე მიტანამდე მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: naghebi, kvercxi, სტაფილო, kulinaria, კვერცხი, stafilo, rogor movamzado, kverckhi, ნაღები, nagebi ნანახია: 1243 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]