Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სააღდგომო პასკა / saagdgomo paska
2014-03-01, 11:44 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
500 გ. ფქვილი
40 გ. საფუარი
180 მლ. რძე
100 გ. კარაქი
5 ცალი კვერცხი
70 გ. ქიშმიში
100 გ. შაქარი
1/4 ჩ.კ. მარილი
ვანილი – დანის წვერზე
ლიმონის ცედრა

მომზადების წესი:
რძე შეათბეთ, ჩაყარეთ საფუარი, 1 ჭიქამდე ფქვილი, 1 სუფრის კოვზი შაქარი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და დადგით თბილ ადგილას 20 წუთით.

კვერცხის გულები ათქვიფეთ შაქართან ერთად; დაუმატეთ ვანილი, გამდნარი კარაქი და კარგად აურიეთ. ეს ყველაფერი დაამატეთ გაფუებულ მასას და აურიეთ; დაამატეთ ლიმონის ცედრა, დარჩენილი ფქვილი და კარგად აურიეთ. მიღებული ცომი დადგით თბილ ადგილას ერთი საათით – მოცულობა 2-ჯერ უნდა გაიზარდოს.

როდესაც ცომი ამოვა, კარგად ჩაზილეთ და დაამატეთ ქიშმიში. პასკის ფორმები შეავსეთ ნახევრად და დატოვეთ ნახევარი საათით.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. ნახევარსაათიანი ცხობის შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა 160 გრადუსამდე და აცხვეთ კიდევ 25 წუთის განმავლობაში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: kvercxi, aghdgoma, სააღდგომო პასკა, კვერცხი, paskebi, saagdgomo paska, agdgoma, kverckhi, saaghdgomo paska, paska ნანახია: 4956 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]