Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სააღდგომო პასკა - კულიჩი / saaghdgomo paska - kulichi
2014-04-15, 4:04 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა: 15 ც კვერცხი 1,5 - 2 კგ შაქარი 500 გრ კარაქი (ან მარგარინი, ან 50/50) 500 გრ არაჟანი 3,5 კგ ფქვილი (დაახლოებით, შესაძლებელია -/+) 1 ჩ.კ. ვანილი 1 ჩ.კ. მუსკატი 1/2 ჩ.კ მიხაკი (დაფქული ან დაჩეჩქვილი წვრილად) 1 ჩ.კ. დარიჩინი 2 ჩ.კ. ილი ანუ კარდამონი 2 კანიანად გატარებული ლიმონი 500 გრ ქიშმიში ფორთოხლის ცუკატები(სასურველია) ცალკე აიღეთ 5-6 ს.კ საფუარი 1 ლ თბილი რძე 1ს.კ. შაქარი მარილი ცოტა ფქვილი საერთო რაოდენობიდან მომზადების წესი: სანელებლების რაოდენობა შეგიძლიათ გაზარდოთ, აქ მოცემულია აუცილებელი მინიმუმი ქიშმიში დაალბეთ კონიაკში. თბილი რძის ნახევარში გახსენით საფუარი, შაქარი, ცოტა მარილი, ცოტა ფქვილი. აცალეთ აფუება. გათქვიფეთ შაქარი და კვერცხები, შეურიეთ არაჟანი და საფუარიანი მასა. შემდეგ იწყებთ ამ მასით ცომის ზელას: ამატებთ სანელებლებს ლიმონის ჩათვლით, კარგად გახსნით(სუნელების რაოდენობა შეგიძლიათ შეცვალოთ). ფქვილის შუაგულში ამოაღრმავეთ და ჩაასხით ჯერ საფუვრიანი მასა, დაიწყეთ ზელვა და ნელნელა ამატეთ კვერცხიანი მასა და დარჩენილი რძე. როგორც კი სასურველი სისიქის ცომს მიიღებთ, შეწყვიტეთ სითხის დამატება, სჯობს რძე ან კვერცხი მოაკლოთ, ვიდრე მეტი ფქვილი შეურიოთ, ეს ცომს დაამძიმებს. (ეს ცვლილება იმიტომ შემომაქვს რეცეპტში რომ სხვადასხვა ფქვილი ერთმანეთისგან განსხვავდება და ზუსტი რაოდენობა ვერ განვსაზღვრეთ ვერც მე და ვერც მკითხველებმა, რომლებმაც მოამზადეს) ცომი უნდა იყოს პურის ცომზე უფრო ნაზი, მაგრამ არა თხევადი. (ზელისას ხელები ისველეთ ზეთში). მოზელილი ცომი შეფუთეთ და აცალეთ აფუება, შემდეგ უკან ჩაზილეთ, თან შეაზილეთ გამდნარი კარაქი. კარაქი არ უნდა იყოს ცხელი, არამედ გამდნარი და გაგრილებული. ან გადნობის ნაცვლად ძალიან დარბილებული ოთახის ტემპერატურაზე. ეს უკანასკნელიც მიცდია და ძალიან კარგად ერევა ცომს. თუ დრო გაქვთ, მეორე ამოფუების შემდეგაც ჩაზილეთ, თუ არა და ცომს შეურიეთ ქიშმიში და დაჭრილი ცუკატები, გაანაწილეთ საცხობ ფორმებში 1/3-ზე ან ნახევრამდე და აცალეთ ხელახალი ამოფუება გამოაცვხეთ 180 გრადუსზე, შეწითლებამდე. შემდეგ გასინჯეთ ჩხირით, თუ შიგნით მშრალია, გამოიღეთ, თუ არა და დაბალ ტემპერატურაზე ცოტა ხანი კიდევ დატოვეთ. სხვადასხვანაირი მომზადების წესი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე - http://ratatui.me/paska-kulichi-1/


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულიჩი, saaghdgomo paska, saagdgomo paskebi, პასკა, saagdgomo paska, kulichi, saaghdgomo paskebi, სააღდგომო პასკა, aghdgoma, სააღდგომო პასკები ნანახია: 2057 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]