Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სააღდგომო პასკა - კულიჩი / saaghdgomo paska - kulichi
2018-04-07, 2:25 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
3500 გრ. ფქვილი
15 კვერცხი
600 გრ. კარაქი
1700 გრ. შაქარი
200 მლ. ზეთი
125 გრ. საფუარი
1500 მლ. რძე
100 გრ. კონიაკი
2 ლიმნის ცედრა
1 ჩაის კოვზი შაფრანი
1 ჩაის კოვზი მუსკატი
1 ჩაის კოვზი დარიჩინი
1 ჩაის კოვზი ილი
1 მწიკვი მიხაკი
600 გრ. კიშმიში
20 გრ. მარილი

მომზადების წესი:
კვერცხი და შაქარი მსუბუქად ავთქვიფოთ ერთმანეთში, დავამატოთ წინასწარ დაყენებული სუნელები, შემდეგ დავამატოთ მომზადებული ოპარა. ოპარის მოსამზადებლად ცოტა შაქარი, საფუარი, თბილი რძე და ფქვილის ნაწილი კარგად ავურიოთ ერთმანეთში, დავაცადოთ რომ საფუარმა დაიწყოს მოქმედება.
უკვე ერთიან მასას დავამატოთ დამდნარი კარაქი და დავიწყოთ ფქვილის ცოტ-ცოტა შეზავება. საკმარისი ფქვილის შეზავების შემდეგ, დავამატოთ ზეთი და კიდევ ერთხელ ავურიოთ.
მიღებული ცომი მოვათავსოთ ფორმებში, ისე რომ შეივსოს ფორმის ნახევარი და დავტოვოთ სითბოში გასაფუებლად (შესაძლებელია 40 გრადუსადმე გამთბარ ღუმელში დალოდება). თუ შესაბამისი სითბო იქნება, ამოსვლისთვის 1 საათი საკმარისია. ამოსულ ცომს ფუნჯით ფრთხილად წავუსვათ რძესთან ათქვეფილი კვერცხის გული. გამოვაცხოთ 160 გრადუსზე, დაახლოვებით 1 საათის განმავლობაში (გააჩნია ღუმელს) სრულ გამოშრობამდე. შეგვიძლია გავსინჯოთ ჩხირით (გასასინჯი ჩხირი ცომიდან უნდა ამოვიდეს მშრალად)
გამომცხვარი პასკა გავაციოთ და გავაფორმოთ შაქრის პუდრით ან შოკოლადის ჭიქურით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: saaghdgomo paskebi, aghdgoma, kulichi, კულიჩი, სააღდგომო პასკები, აღდგომა, saagdgomo paskebi, სააღდგომო პასკა, saagdgomo paska, saaghdgomo paska ნანახია: 1207 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]