Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხაჭოს პასკა / khachos paska
2014-04-15, 9:51 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ხაჭო - 1 კგ
კარაქი - 200 გრ
კვერცხის გული - 5
შაქარი - 300 გრ
ცუკატები და თხილეული - 250 გრ (ქიშმიში, ნუში, ნიგოზი, გარგრის ჩირი, დატეხილი შოკოლადი)
ვანილი

მომზადების წესი:
დავჭრათ თხილეული და გარგარის ჩირი.ქიშმიში გავრეცხოთ და საწურზე გადავიტანოთ, რომ დაიწრიტოს.ხაჭო გავატაროთ საცერში – ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არ დაგეზაროთ. საცერი ან წვრილბადიანი საწური მოათავსეთ თასზე,დაყარეთ თითო მუჭა ხაჭო და სუფრის კოვზის საშუალებით გასრისეთ. გატარებული ხაჭო უფრო ფუმფულა და ჰაეროვანია, დესერტიც უკეთესი გამოდის.

ხაჭოს დაუმატეთ კვერცხის გულები და შაქარი, კარგად ათქვიფეთ.დაუმატეთ დარბილებული კარაქი და ვანილი. ბოლოს უნდა დაუმატოთ ცუკატები, თხილეული და კარგად მოურიოთ. ავიღოთ დოლბანდის განიერი ნაჭერი, გადავკეცოთ ორად, დავასველოთ და კარგად გავწუროთ. დოლბანდი ჩავაფინოთ ნახვრეტებიან ჯამში ან საწურში, რომელიც, თავის მხრივ, თასზე უნდა იყოს დამაგრებული, რათა დაწრეტილი სითხე იქ მოგროვდეს.

მიღებული მასა გადავიტანოთ დოლბანდზე, ხელით გავასწოროთ, დოლბანდის კიდეები ზემოდან გადმოვაფაროთ. დავადოთ შესაბამისი ზომის თეფში და ზედ რამე სიმძიმე (მაგ. სავსე ქილა) მოვათავსოთ. ამის შემდეგ ხაჭოს პასკა უნდა შევდგათ მაცივარში მინიმუმ 12 საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ პასკას განიერ თეფშზე ამოვატრიალებთ, მოვრთავთ სასურველი დიზაინის მიხედვით და ტორტივით დავჭრით. ხაჭოს პასკას სააღდგომო პასკის ნაჭრებზე უსვამენ ხოლმე ან ცალკე მიირთმევენ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: პასკები, saagdgomo paskebi, saaghdgomo paska, სადღესასწაულო, ცუკატი, არაჟანი, პასკა, ხაჭო, სააღდგომო პასკა, აღდგომა ნანახია: 1887 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]