Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

როგორ მოვამზადოთ იტალიური პასკა / rogor movamzadot italiuri paska
2017-06-20, 12:44 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფქვილი – 1,5 კგ
რძე – 600 მლ
კვერცხი – 4 ცალი
საფუარი – 100 გრ.
კარაქი – 200 გრ.
შაქარი – 400 გრ.
მარილი – 1 ჩ/კ.
ქიშმიში – გემოვნებით
გარგარის ჩირი – გემოვნები

მომზადების წესი:
ერთ ჭიქა თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და 3 ს/კ შაქარი. გავაჩეროთ სანამ არ მოიყენებს თავს.დავუმატოთ გამდნარი კარაქი, დარჩენილი რძე, შაქარი, კვერცხი და მარილი. ავურიოთ სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. ნელნელა შევურიოთ ფქვილი და თან ვურიოთ. ცომი ჩავდოთ ქვაბში, დავახუროთ თავსახური და დავდგათ თბილ ადგილას, სანამ ცომი არ გაორმაგდება. სუფთა მაგიდაზე დავყაროთ 200 გრ ფქვილი, დავდოთ ცომი და შევაზილოთ ქიშმიში და დაჭრილი გარგარის ჩირი. გავყოთ ცომი ფორმების მიხედვით (თუ სპეციალური ფორმები არ გაქვთ, შესაძლებელია ქვაბში ჩააფინოთ ფოლგა და ისე გამოაცხოთ). თითოეულ ფორმაში ჩავდოთ ცომი ისე, რომ შუაზე ოდნავ მეტად შეავსოს. ამის შემდეგ ისევ ვდგამთ თბილ ადგილას და ველოდებით ცომის ამოსვლას. ამის შემდეგ გადავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. იმისათვის რომ ძირი არ მიიწვას შეიძლება ღუმელის ფსკერზე დავდგათ ჭურჭელი წყლით. მზა პასკა შეიძლება მოვრთოთ შაქრის პუდრით, გახეხილი ქოქოსით, თხილით და ა.შ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: იტალიური პასკა, italiuri paska, როგორ მოვამზადოთ, rogor movamzadot, paskebi, პასკა, kulinaria mzareuli receptebi, კულინარია მზარეული რეცეპტები, პასკები, paska ნანახია: 1228 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]