Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

თაფლიან-ნიგვზიანი რულეტი სმაროძინით / taflian-nigvziani ruleti smarodinit
2014-06-08, 5:00 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ცომისთვის:
ფქვილი-400-500გრ
კარაქი 50გრ
შაქრის პუდრი 200გრ
თაფლი 2ს/კ
კვერცხი 1ც
არაჟანი 2ს/კ
რომი 1ს/კ
კარიცა 10გრ
გამაფხვიერებელი 5გრ

გულსართისთვის:
სმაროძინის ჯემი 5ს/კ
ცოტა ლიმნის ცედრა
ნიგოზი გატარებული 15ს/კ
ქიშმიში 100გრ

მომზადების წესი:
თაფლი, კარაქი, არაჟანი, შაქარი, რომი, კვერცხი კარგად გავათბოთ ცხელი ორთქლის აბაზანაზე, ავთქვიფოთ და გავაციოთ.

გაცრილ ფქვილს დავამატოთ გამაფხვიერებელი და კარიცა.

მოვზილოთ ცომი, ცომი უნდა იყოს ელასტიური და რბილი.

ფქვილი შეიძლება დაგჭირდეთ ოდნავ მეტი ან ნაკლები, დასაწყისისთვის ჩაყარეთ 450გრ.
ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს პროდუქტებზე, კვერცხის ზომაზე, თაფლის სისქეზე და ა.შ

გავყოთ ცომი სამ ნაწილად.

გავაბრტყელოთ ცომი მართკუთხედის ფორმაზე 3-4მმ სისქეზე.

გულსართის ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს და წავუსვათ გაბრტყელებულ ცომს.

და გადავახვიოთ რულეტისებურად, თუ არ ეტევა საცხობ ფურცელზე მოხარეთ რულეწიკები.

სანამ შევდგავთ ღუმელში თავზე გადავუსვათ რძის და გათქვეფილი კვერცხის ნაზავი.

გამოვაცხოთ წინასწარ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთის მანძილზე.

როგორც ნებისმიერი თაფლიანი ნამცხვარი ჩვენი რულეტიც გაცილებით გემრიელია მეორე დღეს.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: საკვები, sachemeli, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, sakvebi, kulinaria mzareuli receptebi, კულინარია მზარეული რეცეპტები, საჭმელი ნანახია: 1613 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]