Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ფრანგული ხახვის წვნიანის ორიგინალური რეცეპტი / franguli khakhvis tsvnianis originaluri recepti
2014-06-08, 5:51 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
5 დიდი თავი თეთრი ხახვი
100 გ კარაქი
1,5 ჩ.კ. შავი პილპილი
2 ს.კ. პაპრიკა
2 ცალი დაფნის ფოთოლი
3/4 ჭიქა ფქვილი
2 ლ საქონლის ბულიონი
1 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო
50 გ ყველი გრუიერი (შეიძლება შეიცვალოს მსგავსი ტიპის სხვა ყველით)
1 ცალი ფრანგული ბაგეტი
ზეითუნის ზეთი – საჭიროებისამებრ
პარმეზანი, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა. სქელძირიან ქვაბში გავადნოთ კარაქი და დაბალ ტემპერატურაზე მოვშუშოთ ხახვი. დავუმატოთ მარილი, პილპილი, პაპრიკა და დაფნის ფოთლები. 2-3 წუთში დავასხათ ბულიონის უმეტესი ნაწილი. დარჩენილ ბულიონში გავხსნათ ფქვილი და დავუმატოთ ქვაბში, თან ვურიოთ. დავასხათ ღვინო და 2 საათის განმავლობაში ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. წვნიანი რამდენიმე საათით შევდგათ მაცივარში. როცა გაცივდება, გამოვიღოთ მაცივრიდან. პარალელურად, საშუალო ტემპერატურაზე გავახუროთ ღუმელი. პური დავჭრათ, წავუსვათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და ღუმელში გავხუხოთ. წვნიანი შევათბოთ. ზემოდან დავაწყოთ პურის ნაჭრები და იმდენი ყველი მოვაყაროთ, რომ ფენა გაიკეთოს. ქვაბი 3-5 წუთით შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში, სანამ ყველი არ დადნება.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: საკვები, sachemeli, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, sakvebi, kulinaria mzareuli receptebi, კულინარია მზარეული რეცეპტები, საჭმელი ნანახია: 1232 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]