Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

უგემრიელესი, სწრაფი და მარტივი რულეტი / ugemrielesi, stscrafi da martivi ruleti
2014-06-08, 5:03 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კვერცხი 5ც
შაქარი 6 ს/კ
ფქვილი 5ს/კ
კრახმალი 2ს/კ

მომზადების წესი:
კვერცხის ცილა და გული დავაცალკეოთ, ცილა ავთქვიფოთ სქელი ქაფის კონსისტენციამდე და თანდათანობით ვამატოთ შაქარი თან ვთქვიფოთ სანამ მასა არ გახდება მყარი პიკების კონსისტენციის.

შემდეგ სათითაოთ დავამატოთ კვერცხის გულები, შემდეგ კი გაცრილი ფქვილი და კრახმალი. ავთქვიფოთ რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა.

ცომი დავასხათ პერგამენტგადაფარებულ ჟარონაზე და გავათანაბროთ.

გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში (10-15 წუთის მანძილზე). ბისკვიტი რომ გამოცხვება ამოვიღოთ ფორმიდან და მაშინვე დავდოთ სუფთა პირსახოცზე ან პერგამენტის ქაღალდზე(შაქარმოყრილზე). ის პერგამენტი, რომელზეც გამოცხვა მოექცევა ზევით, ის მოვხსნათ და გადავახვიოთ ცომი რულეტისებურად ახალ პერგამენტის ქაღალდთან ან პირსახოცთან ერთად.

გაციებული რულეტი გავშალოთ და წავუსვათ ნებისმიერი კრემი.

ამ რულეტს უსვია მოცხარის ჯემი და არაჟნის კრემი.

ეს კი ნაღებით და ხაჭოთია.

ეს რულეტი კი ბანანით და ხაჭოიანი კრემითაა(ათქვეფილი ნაღები+ შაქარი+ ხაჭოს პასტა).

ეს ცომი გამოდგება ასევე პეროგებისთვის, მაგალითად ვაშლის პეროგისთვის.

თუ პატარა ფორმა გაქვთ მაშინ ვაშლის პეროგისთვის დაგჭირდებათ:
კვერცხი 3ც
შაქარი 4ს/კ
ფქვილი 3ს/კ
კრახმალი 1ს/კ
ფორმაში ჩაასხით ცომი, შემდეგ დაალაგეთ ვაშლი, მოაყარეთ შაქარი და კარიცა, მერე ისევ ცომი და ა.შ
ცომის და ხილის ფენებად მონაცვლეობა იმისთვის არის საჭირო რომ ბისკვიტი იყოს ნაზი, ჰაეროვანი და მარტივი. ფორმაში აუცილებლად ჩააფინეთ პერგამენტი, ცხვება წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთის მანძილზე.

გემრიელად მიირთვით


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: საკვები, sachemeli, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, sakvebi, kulinaria mzareuli receptebi, კულინარია მზარეული რეცეპტები, საჭმელი ნანახია: 1989 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]