Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

White Paul Robeson / თეთრი პოლ-რობსონი
2014-06-08, 5:21 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ბისკვიტი:
კვერცხი 4ც
შაქარი 500გრ
კეფირი 500მლ
ვანილი 2პაკეტი
ფქვილი 500გრ
გამაფხვიერებელი 2ჩ/კ

არაჟნის კრემი:
არაჟანი 25-30%-იანი 500გრ
შაქარი 1,5ჭ
ვანილი 1 პაკეტი

მომზადების წესი:
ერთად ავთქვიფოთ კვერცხი+კეფირი+შაქარი, ვთქვიფოთ შაქრის სრულ გადნობამდე, შემდეგ დავამატოთ ვანილი და გამაფხვიერებელი ბოლოს კი გაცრილი ფქვილი.

საცხობ ფურცელს(ჟარონას) დავაფინოთ საცხობი ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი, ჩავასხათ ცომი(ცომი იქნება არაჟნის კონსისტენციის) და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჩხირით ან ასანთის ღერით, თუ ღერს ცომი არ მოყვება ე.ი ბისკვიტი მზად არის, პირველი ნახევარი საათის მანძილზე ღუმელის კარი არ შეაღოთ.
კრემის მომზადება:
არაჟანი, შაქარი და ვანილი ავთქვიფოთ ერთად შაქრის სრულ გადნობამდე, როცა შაქარი გადნება მიიღებთ პრიალა, სქელ და ძალიან გემრიელ, მსუბუქ კრემს. მთავარია არაჟანი იყოს მაღალპროცენტიანი, რადგან თუ საკმარისად ცხიმიანი არ იყო ვერ შეინარჩუნებს კრემი ფორმას და ჩამოიღვენთება ტორტიდან რაც დამეთანხმებით ძალიან არასასურველია.

აწყობა:
როცა ბისკვიტი მზად იქნება და კარგად გაცივდება, მოვაჭრათ კიდეები და გადავინახოთ ის გამოგვადგება თავზე მოსაყრელად.
ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, ნახევარი კრემი წავუსვათ ბისკვიტის ქვედა ნაწილს, დავადოთ ზედ ბისკვიტის მეორე ნაწილი წავუსვათ კრემის მეორე ნახევარი ბისკვიტს თავზე და კიდეებზე.
გადანახული ბისკვიტის კიდეები დავაბლენდეროთ და მოვაყაროთ ნამცხვარს ზემოდან.
ამის შემდეგ შევდგათ ჩვენი გემრიელი პოლ-რობსონი მაცივარში 4-5 საათით ან მთელი ღამით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: საკვები, sachemeli, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, sakvebi, kulinaria mzareuli receptebi, კულინარია მზარეული რეცეპტები, საჭმელი ნანახია: 1410 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]