Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

არაჟნის ტორტი შოკოლადის მინანქრით / arajnis torti shokoladis minanqrit
2014-06-08, 7:54 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
მარგარინი - 50 გრ
შაქარი - 200 გრ
ფქვილი - 1.5 ჭიქა
არაჟანი - 300 გრ
კაკაო - 2 ს.კ.
სოდა - 1 ჩ.კ.
კვერცხი - 1

კრემი:
არაჟანი - 800 გრ
შაქარი - 130 გრ

მინანქარი
შოკოლადი - 100 გრ
არაჟანი - 1 ს.კ.
წყალი - 2 ს.კ.

მომზადების წესი:
მარგარინი გაადნეთ, დაამატეთ კვერცხსა და შაქარს. კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ არაჟანი.
შემდეგ დაამატეთ ფქვილი და სოდა. მიღებული ცომი ორად გაყავით, 1 ნაწილს დაამატეთ კაკაო.
ღუმელის სტანდარტულ საცხობ ფორმას დააფინეთ ქაღალდი და გამოაცხეთ 2 ფირფიტა 160 გრადუსზე. შემდეგ ეს ფირფიტები კიდევ ორ ნაწილად გაყავით. ანუ სულ გექნებათ 4 ფირფიტა.
კრემისთვის არაჟანს შეურიეთ შაქარი და დადგით 1 სთ მაცივარში, ათქვეფა არ სჭირდება.

წაუსვით ფირფიტებს კრემი და ააწყეთ ტორტი. კაკაოანი და თეთრი ბისკვიტები მონაცვლეობით დაალაგეთ.
ზემოდან მოასხით მინანქარი. მის მოსამზადებლად დატეხილი შოკოლადი, არაჟანი და წყალი დადგით ორთქლის აბაზანაზე. მთლიანად რომ გადნება, კარგად აურიეთ, ერთგვაროვანი რომ იყოს და წაუსვით ნამცხვარს.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: საკვები, sachemeli, rogor movamzado, როგორ მოვამზადო, sakvebi, კულინარია მზარეული რეცეპტები, kulinaria mzareuli receptebi, საჭმელი ნანახია: 2022 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]