Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათმის ხორცი სოკოთი და ბრინჯით / qatmis khorci sokoti da brinjit
2014-06-08, 5:40 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
3 ს.კ. კარაქი
1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი
250 გ თხლად დაჭრილი სოკო
2 ს.კ. ფქვილი
3/4 ჭიქა ღვინო მარსალა
0,5 ჭიქა რძე
1 ჭიქა გრძელი ბრინჯი
300 გ დაჭრილი ქათმის ფილე
1 ჭიქა დაფხვნილი პური
3 ს.კ. გახეხილი პარმეზანი
მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
კარაქი გავადნოთ, დავუმატოთ ხახვი და მოვშუშოთ. დავაყაროთ სოკო და ვშუშოთ, სანამ წვენს გამოუშვებს. დავაყაროთ ფქვილი, 1 წუთის შემდეგ დავასხათ ღვინო და რძე მონაცვლეობით და ვურიოთ, რომ არ აიჭრას და ადუღებამდე მივიყვანოთ. 3 წუთის დუღილის შემდეგ მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დავასხათ 2 ჭიქა წყალი და ჩავაყაროთ ბრინჯი. ქვაბს წავუსვათ ცხიმი, შიგ მოვათავსოთ ქათმის ხორცი, შემდეგ დავამატოთ სოკოსა და ბრინჯის მასა, გადავაფაროთ ფოლგა და დაახლოებით 35 წუთით შევდგათ გახურებულ ღუმელში. პურის ნაფხვენი და პარმეზანი ავურიოთ. ქვაბს მოვხსნათ ფოლგა, ზედ მოვაყაროთ მომზადებული ნაფხვენი და კიდევ 5 წუთით გავაჩეროთ ღუმელში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: საკვები, sachemeli, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, sakvebi, kulinaria mzareuli receptebi, კულინარია მზარეული რეცეპტები, საჭმელი ნანახია: 1284 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]