Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხორცის სალათა სატაცურითა და მანგოთი / khorcis salata satacurita da mangoti
2014-06-08, 5:42 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
400 გ მოხარშული ან დაკონსერვებული სატაცური
200 გ მანგო
4-5 ცალი სალათის ფოთოლი
150 გ მოხარშული ლორი
150 გ მოხარშული ქათმის ხორცი
2 ცალი მოხარშული კვერცხი
1 კბილი ნიორი
1 ს.კ. ცხარე მდოგვი
3 ს.კ. ბალზამიკო
5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ს.კ. წვრილად დაჭრილი ქონდარი
მწიკვი შაქარი
მარილი და დაღერღილი წიწაკა – გემოვნებით.

მომზადების წესი:
თუ დაკონსერვებულ სატაცურს გამოვიყენებთ, გადავწუროთ. სასალათეში მოვათავსოთ სალათის ფოთლები. ლორი და ქათმის ხორცი საშუალო ზომაზე დავჭრათ. მსხვილად დავჭრათ მანგო. კვერცხი ოთხად გავჭრათ. ნიორი დავნაყოთ, ავურიოთ მდოგვსა და ბალზამიკოს, შევურიოთ 2-3 ს.კ. წყალი, ზეთი და ბლენდერით ავთქვიფოთ. დავუმატოთ წიწაკა, მარილი, ქონდარი და შაქარი. სალათის ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ სასალათეში და მოვასხათ სოუსი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: საკვები, sachemeli, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, sakvebi, kulinaria mzareuli receptebi, კულინარია მზარეული რეცეპტები, საჭმელი ნანახია: 1118 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]