Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

უგემრიელესი ტკბილეული ნამცხვარი ბაუნტი / ugemrielesi tkbileuli namckhvari baunti
2014-06-11, 1:47 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კვერცხი - 4
ფქვილი - 80 გრ
შაქარი - 5 ს.კ.
კაკაო - 20 გრ
სახამებელი - 20 გრ
სოდა - 1/4 ჩ.კ.

კრემი:
მანანის ბურღული - 6-7 ს.კ.
რძე - 500 გრ
ვანილი
შაქარი - 200 გრ
ქოქოსის ფანტელი - 250 გრ
დარბილებული კარაქი - 200 გრ
ნაღები 35% - 200 მლ

მომზადების წესი:
გავცრათ ფქვილი, კაკაო, სახამებელი და სოდა. კარგად ავურიოთ. ცილისგან მოვამზადოთ ბეზე, დავამატოთ 2 კოვზი შაქარი და კიდევ ავთქვიფოთ სანამ სიპრიალეს არ შეიძენს.
გულები 3 კოვზ შაქართან ერთად ავთქვიფოთ გათეთრეამდე და შევურიოთ ბეზეს. შემდეგ ფრთხილად გადავურიოთ ფქვილიანი ნარევი.
ფორმებს წავუსვათ ცხიმი და გავანაწილოთ ცომი, 1.5 ს.კ ოდენობით. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.
შიგთავსი, უმჯობესია, მოვამზადოთ წინასწარ, რომ კერგად გაციება მოასწროს. ავადუღოთ რძე, დავამატოთ მანანის ბურღული და ვანილი. მოვხარშოთ, თან კარგად ვთქვიფოთ, რომ კოშტები არ დარჩეს.
დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შაქართან ერთად და შევათქვიფოთ გაგრილებული მანანის ფაფა. თქვეფისას დავამატოთ ქოქოსის ფანტელი და შევდოთ მაცივარში. გაციებული მასა უნდა გავანაწილოთ ბისკვიტებზე. ავიღოთ ხელით პატარა გუნდა, დავაბრტყელოთ და ჩავდოთ 2 ბისკვიტს შუა. გარედან წავუსვათ ნაღების კრემი და მოვრთოთ კაკაოთი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: საკვები, sachemeli, rogor movamzado, როგორ მოვამზადო, sakvebi, კულინარია მზარეული რეცეპტები, kulinaria mzareuli receptebi, საჭმელი ნანახია: 1730 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]