Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

Chicken Pizza / ქათმის პიცა
2014-06-08, 5:16 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ცომი:
ფქვილი 600გრ
საფუარი 2ჩ/კ
მარილი 2ჩ/კ
ზეთი 3ს/კ
წყალი ან წყალი+ რძე (50/50) რამდენსაც შეიზელს

გულსართი:
ქათმის ფილე
ტომატპასტა+კეტჩუპი
ყველი
პომიდორი
ბულგარული
გულსართის პროპორციები არ მიწერია რადგან გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაარეგულიროთ რაოდენობა, მე 2ც ქათმის ფილე მქონდა, 2ც პომიდროი, 1ც ბულგარული, ბევრი ყველი(მე ყველზე ვგიჟდები)…

მომზადების წესი:
ჯამში ჩავაცრათ ფქვილი დავამატოთ ყველა მშრალი ინგრედიენტი, ამოვურიოთ ხელით და დავასხათ ცოტა წყალი, მოვზილოთ ცომი კიდევ დავამატოთ წყალი და ასე სანამ არ მივიღებთ პრიალა ცომს, რომელიც ხელებზე არ გვეკრობა, ცომი არ უნდა იყოს არც ძალიან რბილი და არც ძალიან მაგარი უფრო შუალედური უნდა იყოს, დავდგათ ცომი ამოსასვლელად.

სანამ ცომი ამოვა მოვამზადოთ გულსართი:
შევრბაოთ ქათმის ფილე, ცალკე ჭურჭელში ერთმანეთს შევურიოთ ტომატპასტა+კეტჩუპი+ ცოტა წყალი რომ მივიღოთ თხევადი მასა და ეს მასა მოვასხათ შებრაწულ ფილეს, დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით და ვათუხთუხოთ ფილესთან ერთად 3-5 წუთი.

როცა ცომი ამოვა გავყოთ 2-3 გუნდად გააჩნია რა ზომის პიცა გინდათ მე სამად გავყავი, გავაბრტყელოთ ცომი თითებით მრგვლად , გადავიტანოთ საცხობ ფორმაზე(ცხიმწასმულზე), ზედ დავალაგოთ ფილე + მოვასხათ ტომატის სოუსი(რომელიც ფილესთან ერთად გვაქვს), ზემოდან დავალაგოთ მრგვლად დაჭრილი პომიდორი, ბულგარული და მოვაყაროთ გახეხილი ყველი…

და შევდგათ ღუმელში 7-10 წუთით ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე, აუცილებლად ჩაურთეთ ზედა წვა… შეამოწმეთ შეიძლება უფრო მალე გამოცხვეს ან გვიან დამოკიდებულია ღუმელზე და ცომის სისქეზე, როცა ცომი გამოცხვება და ყველიც მოიბრაწება ზემოდა თქვენი პიცა მზადაა…


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: საკვები, sachemeli, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, sakvebi, kulinaria mzareuli receptebi, კულინარია მზარეული რეცეპტები, საჭმელი ნანახია: 1327 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]