Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შაკშუკა / shakshuka - kulinaria, mzareuli, receptebi
2014-06-08, 5:14 PM
www.auf.ge -

ძალიან საინტერესო და გემრიელი კერძია, რომელიც ძალიან პოპულარულია ისრაელში. ის ძალიან გავს ჩვენს ჩიჟიპიჟის, ერთი მცირედი და საკმაოდ საინტერესო პლიუს ლამაზი სხვაობით. ძალიან ლამაზი, არომატული, მსუბუქი და ამავდროულად ნოყიერი კერძია, რეცეპტი 4 კვერცხით გათვლილია 2 დიდ ან 4 პატარა პორციაზე.

შემადგენლობა:
ხახვი 1თავი
წითელი ბულგარული 1ც
ნიორი 2 კბილი
პომიდორი 400გრ
კვერცხი 4ც
მწვანილები (გემოვნებით)
სუნელები უცხო + ქინძი (გემოვნებით)
მარილი (გემოვნებით)
დაფქული მწარე წიწაკა (გემოვნებით)
ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:
შეწითლებამდე მივიყვანოთ ხახვი. დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი ბულგარული. როცა ბულგარული ჩარბილდება დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი.

პომიდორს გავაცალოთ კანი(ჩავუშვათ 30 წამით მდუღარე წყალში და მარტივად გაეცლება კანი) დავჭრათ კუბიკებად და დავამატოთ ბოსტნეულს. დავამატოთ მარილი და სუნელები.

როცა წამოდუღდება გააკეთეთ ბოსტნეულში 4 ჩაღრმავება და ყველაში ფრთხილად ჩავახალოთ კვერცხი.

ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე სანამ კვერცხი არ გამზადდება. ყველა კვერცხს მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ მწვანილი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: საკვები, sachemeli, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, sakvebi, kulinaria mzareuli receptebi, კულინარია მზარეული რეცეპტები, საჭმელი ნანახია: 1737 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]