Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

როგორ მოვამზადოთ კატლეტი გლეხურად / rogor movamzadot katleti glekhurad
2016-10-05, 0:38 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
საქონლის ხორცი 400 გრ.
ღორის ხორცი 300 გ.
ხახვი 150 გრ.
ნიორი 20 გრ.
მწვანე წიწაკა 1 ცალი.
ქინძი 20 გრ.
რეჰანი 10 გრ.
ნიახური 5 გრ.
წითელი ბულგარული 80 გრ.
კვერცხი 1 ცალი.
ზეთი 100 მლ.ლ.
პურის რბილობი 200 გრ.
დაფნა 1 ფოთოლი
მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:
1. საქონლის და ღორის ხორცი წვრილად დაკეპეთ. შეგიძლიათ გაატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში. ხახვი, ნიორი, წითელი ბულგარული, მწვანე წიწაკა, მწვანილები და ფხვნილად დაფშვნილი დაფნის ფოთოლი შეურიეთ ხორცის ფარშს. მასშივე დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი, მარილი და კარგად მოურიეთ. ფარში საჭიროებს კარგად მორევას და დაბეგვას რათა გავზარდოთ მისი წებოვნება. ორი ან სამი დღის თეთრი პურის რბილობი დაფშვენით და ამოავლეთ მასში გამზადებული კოტლეტები.
2. კოტლეტები ''გლეხურად'' შეწვით ზეთში. კოტლეტის მეორე მხარის შეწვის შუა პროცესში დაახურეთ თავსახური ტაფას. კოტლეტი შესაძლებელია მომზადდეს ცხვრის ან ხბოს ხორცით. ხბოს ხორცის შემთხვევაში ფარშში მოგიწევთ რძეში დამბალი პურის დამატება.
3. გარნირად შეგიძლიათ მოამზადოთ კარტოფილი ''გლეხურად'', ამისათვის საჭიროა მოხარშოთ კარტოფილი კანიანად. მოხარშულ კარტოფილს გააცალეთ კანი და დაჭერით დიდ ნაჭრებად. სვანური მარილი გახსენით ზეთში და ამოავლეთ ამ ნაზავში კარტოფილი.
4. მოათავსეთ კარტოფილი ღუმელში 250 გრადუს ტემპერატურაზე 10 წუთის განმავლობაში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: katleti, კატლეტი, როგორ მოვამზადოთ, rogor movamzadot, კოტლეტი, როგორ, kotleti, კულინარია მზარეული რეცეპტები, kulinaria mzareuli receptebi, rogor ნანახია: 3169 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]