Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » ვიდეოები

ხინკლის კატლეტი / khinklis katleti
2018-04-09, 6:22 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1.5 კგ ხორცი
3-5 თავი ხახვი
1-2 ჩ.კ ძირა, კაკლები
1 კბილი ნიორი
1-1 საშუალო კონა ქინძი და ოხრახუში
წითელი წიწაკის ფანტელები
შავი პილპილი
მარილი
1 ჭიქა მდუღარე წყალი
ზეთი, ორცხობილის ნაფხვენები ამოსავლებად

მომზადების წესი:
ხორცი გაატარეთ ხორცის გასატარებელ მანქანაში (უმჯობესია თავად გაატაროთ, ვიდრე გატარებული იყიდოთ მაღაზიაში. ამით თავიდან აიცილებთ მიკრობების განვითარების რისკებს და ხორციც გაცილებით გემრიელი იქნება), გადაიტანეთ მოსარევ თასში, შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და ურიეთ დიდხანს, გემო რომ კარგად გაუჯდეს და სტრუქტურაც მორევისას იცვლება.

ამოიღეთ სასურველი ზომის ხორცის ბურთები (დახლოებით 2 სუფრის კოვზი), მოაგუნდავეთ სველი ხელით ან ორი დანით, ამოავლეთ ორცხობილის ნაფხვენებში (საფანელში) როგორც ამ ვიდეოზეა, და შეწვით ცხელ, ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან, კარგად, სანამ გარედან კარგად არ დაიბრაწება.

მიირთვით კარტოფილის პიურესთან, სალათთან ან სხვა სასურველ გარნირთან ერთად.



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: ვიდეოები | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კოტლეტები, katleti, კატლეტი, კოტლეტი, კატლეტები, khinkali, xinkali, katletebi, kotleti, ხინკალი ნანახია: 957 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]