მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
სამარხვო კატლეტები შვრიისაგან / samarkhvo katletebi shvriisgan
2018-03-18, 2:08 AM |
შემადგენლობა
1,5 ჭიქა შვრიის ფანტელი
1,5 ს.კ. მანის ბურღული
1,5 ჭ. ბოსტნეულის ნახარში ნატურალური ან მზა
1 დიდი ხახვი ან 2 პატარა
1-2 კბილი ნიორი
1 ს.კ. ზეთი + ზეთი შესაწვავად
ნახევარ-ნახევარი კონა ქინძი და ოხრახუში
50-100 გრ სამარხვო ყველი (სურვილის მიხედვით)
სუნელები — სურვილისამებრ
საფანელი
მომზადების წესი:
შვრიის ფანტელები მოვათავსოთ მინის, თიხის ან ემალის თავსახურიან ჭურჭელში. ავადუღოთ ბოსტნეულის ნახარში (ან გავხსნათ ცხელ წყალში ბოსტნეულის ნახარშის მზა კუბიკი, 1 ჭიქა წყალზე — 1 კუბიკი) და დავასხათ შვრიის ფანტელებს. დავახუროთ თავზე. გავაჩეროთ ასე 30-40 წუთი. ნახარშის არქონობის შემთხვევაში ვსარგებლობთ უბრალო წყლით;
1 ს.კ. ზეთში მოვშუშოთ კუბებად დაჭრილი ხახვი;
წვრილად დავჭრათ მწვანილი;
დავაქუცმაცოთ ან დავნაყოთ ნიორი;
მოვათავსოთ ყველა ინგრედიენტი (საფანელის გარდა) მოზრდილ თასში და კარგად ავურიოთ;
თასიდან ამოვიღოთ 1 სუფრის კოვზის ოდენა შვრიის მასა, მივცეთ მას კატლეტის ფორმა და ამოვსვაროთ საფანელში. კატლეტების მომზადების შემდეგ ტაფაზე გავახუროთ ზეთი და შევწვათ სამარხვო კატლეტები დაბრაწვამდე.
მსგავსი სახის კატლები შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი სალათის თანხლებით, ძალიან უხდებათ მათ ბარდა მომზადებული ზეთსა და ხახვში, ცერეცოს დამატებით
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |