Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ზეთში მოხრაკული მწვანე პამიდორი ზამთრისთვის / zetshi mokhrakuli mtsvane pamidori zamtristvis
2017-09-28, 5:14 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
მწანე პამიდორი - 5 კგ
ხახვი - 1,5 კგ
ზეთი - 750 მლ
ნიორი - 250გრ
ნიახური, ოხრახუში, რეჰანი - თითო მოზრდილი კონა
ძმარი - 0,5 ლ
მარილი - 0,5 ჩჭ
ხმელი ქინძი - 2 ჩკ
ზაფრანა - 1,5 ჩკ
უცხო სუნელი - 2 ჩკ
მწარე წითელი წიწაკა - გემოვნებით
შეგიძლიათ დაამატოთ გახეხილი სტაფილოც.

მომზადების წესი:
1. გავრეცხოთ საშუალო ზომის მწვანე პამიდორი, დავჭრათ თხელ რგოლებად, ჩავყაროთ მდუღარე წყალში, გავაჩეროთ 5 წუთი და გადავიღოთ სწურზე, რომ კარგად დაიწუროს.
2. ნიორი, ნიახური, ოხრახუში, რეჰანი კარგად გავრეცხოთ, გავაშროთ, გავატაროთ ხორცსაკეპში ან დავჭრათ ძალიან წვრილად.
3. ხახვი კარგად მოვშუშოთ ზეთში, 10 წუთის შემდეგ დავაყაროთ პამიდორი და ნელ ცეცხლზე ვშუშოთ.
4. ძმარი წამოვდუღოთ, ჩავყაროთ შიგ მარილი, წიწაკა, ხმელი ქინძი, ზაფრანა, უცხო სუნელი. ეს ყველაფერი დავასხათ მოშუშულ ხახვიან პამიდორს, დავამატოთ მომზადებული ნიორი და მწვანილი, კარგად ავურიოთ, ჩავტენოთ მის ქილებში,გავუკეთოთ სტერილიზაცია 10 წუთი (წყლის ადუღებიდან), მოვხუფოთ და შევინახოთ მშრალ, გრილ ადგილას.

ნუ შეინახავთ რეცეპს მხოლოდ თქვენთვის, გაუზიარეთ ახლობლებს!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მწვანილი, pamidori, სტაფილო, პამიდორი, mwvanili, konservi, stafilo, სუნელები, sunelebi, კონსერვი ნანახია: 2616 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]