Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

პამიდორში ჩაშუშული სოკო შემწვარი კარტოფილით / pamidorshi chashushuli soko shemtsvari kartofilit
2017-08-22, 9:36 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ხის სოკო - 400 გ
პომიდორი - 600-800 გ
ხახვი - 2-3 თავი
ქინძი - 1 კონა
რეჰანი ან შაშკვლავი - 1 კონა
ცხარე წიწაკა, მწვანე - 1 ცალი
კარტოფილი - მოზრდილი, 2-3 ცალი
ზეთი
მარილი და წიწაკა

მომზადების წესი:
სოკო ხელით წვრილად დავანაწევროთ. ხახვი მსხვილად დავჭრათ. სოკოს დავასხათ ცოტაოდენი წყალი და თავდახურული დავდგათ ცეცხლზე. ხახვი ზეთში მოვშუშოთ და როცა სოკოს წვენი დააშრება, დავუმატოთ. პამიდვრები დანით დავსეროთ, დავმდუღროთ და კანი გავაცალოთ. მოშუშულ ხახვსა და სოკოს დავუმატოთ და ერთად მოვშუშოთ. კარტოფილი დავჭრათ და ზეთში შევბრაწოთ. როცა სოკო მზად იქნება, დავუმატოთ მარილი, დაჭრილი მწვანილი და წიწაკა.
სოკო სუფრაზე შემწვარ კარტოფილთან ერთად გავიტანოთ.

მასალის წყარო - ჟურნალი "გემრიელი" (აგვისტოს ნომერი)


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: shemwvari kartofili, pamidori, ხის სოკო, რეჰანი, პამიდორი, პომიდორი, pomidori, შემწვარი კარტოფილი, xis soko, rehani ნანახია: 1535 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]