Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გემრიელი საზაფხულო კერძი ხბოს ხორცითა და ბოსტნეულით / gemrieli sazafkhulo kerdzi khbos khorcita da bostneulit
2017-08-13, 10:36 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
4 ცალი ბადრიჯანი
5 ცალი პომიდორი
3 ცალი ხახვი
600 გრამი ხბოს ხორცი
50 მლ მზესუმზირის ზეთი
50 გრამი კარაქი
მარილი, მწვანილი, პილპილი გემოვნებით
2 კბილი ნიორი
100 მლ პომიდვრის წვენი

მომზადების წესი:
1. ბადრიჯანი ნაჭრებად დაჭერით. 5-10 წუთით მარილიან წყალში გააჩერეთ, შემდეგ კი ზეთში ორივე მხრიდან შეწვით. პომიდვრები ასევე დაჭერით. სხვა ტაფაში ჩაყარეთ და ზეთში მოშუშეთ. გადმოიღეთ თეფშზე და დაუმატეთ ასევე ზეთში მოშუშული ხახვი. ხბოს ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით, მოაყარეთ მარილი და შეწვით.
2. საცხობ ფორმას გადაუსვით კარაქი და მასზე ფენებად დააწყვეთ: ჯერ ბადრიჯანი, შემდეგ პომიდორი, ხახვი და ხორცი. გაიმეორეთ. მოაყარეთ მწვანილი. პომიდვრის სოუსში ნიორი აურიეთ და მოასხით ბოსტნეულსა და ხორცს. აცხვეთ 60 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: ხბოს ხორცი, xbos xorci, საზაფხულო კერძი, პომიდორი, sazafxulo kerdzi, badrijani, pomidori, khbos khorci, sazafkhulo kerdzi, ბადრიჯანი ნანახია: 1162 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]