Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ყველაზე ფერადი ა კაშკაშა რატატუი / yvelaze feradi da kashkasha ratatui
2017-08-23, 1:26 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
სოუსისთვის:
ტკბილი წიწაკა, წითელი - 2 ცალი
პომიდორი - 2-3 ცალი
ხახვი - 1 თავი
ნიორი - 3 კბილი
ხმელი ქონდარი, ორეგანო, ბაზილიკი - სურვილისამებრ

რატატუისთვის:
ბადრიჯანი - 2 ცალი
ყაბაყი - 2 ცალი
პომიდორი - 4-6 ცალი
ქონდარი
ნიორი - 3 კბილი
მოცარელა - სურვილისამებრ

მომზადების წესი:
მოამზადეთ სოუსი: ხახვი დაჭერით წმინდად და მოხრაკეთ ზეითუნის ზეთში, დაუმატეთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა და ხრაკეთ კიდევ 5 წუთი. პომიდორს გადაავლეთ მდუღარე წყალი, გააცალეთ კანი და დაჭერით პატარა კუბიკებად. დაუმატეთ ხახვს და წიწაკას და ხრაკეთ კიდევ 10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ წმინდად დაჭრილი ნიორი, მარილი და პილპილი და თუშეთ კიდევ 5 წუთი. მზა სოუსი დააბლენდერეთ და დააბრუნეთ ცეცხლე. მოთუშეთ კიდევ 5 წუთი და დაუმატეთ სურვილისამებრ ორეგენო, ბაზილიკი და ქონდარი.
ახლა მოამზადეთ ბოსტნეული. დაჭერით ბადრიჯანი და ყაბაყი თანაბარ წრეებად. ბადრიჯანს დააყარეთ მარილი და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ გადაავლეთ წყალი და გაწურეთ. დაჭერით მოცარელაც ყაბაყის და ბადრიჯნის ზომაზე.
აიღეთ ფორმა და ჩალაგეთ დაჭრილი ინგრედიენტები ერთმანეთის მონაცვლეობით მჭიდროდ. მოასხით სოუსი. მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი. სურილისამებრ დაადეთ ქონდრის რამდენიმე ღერი. გადააფარეთ ფოლგა და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 50-60 წუთის შემდეგ მოხსენით ფორმას ფოლგა და შეაბრუნეთ რატატუი კიდევ 20 წუთით ღუმელში.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ყაბაყი, ratatui, Ratatouille, pomidori pamidori, პომიდორი, პამიდორი, badrijani, ბადრიჯანი, რატატუი, yabayi kabaki ნანახია: 1359 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]