Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გამომცხვარი ბოსტნეული ფარშით / gamomckhvari bostneuli farshit
2018-07-07, 3:06 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
500 გრ. შერეული ფარში
200 გრ. ნიგოზი
500 გრ. სულგუნი
2 ბულგარული წიწაკა
2 ხახვი
2 ბადრიჯანი
2 ყაბაყი
3 კბილი ნიორი
4 პომიდორი
40 გრ. შაშკვლავი
100 მლ. ზეთი

მომზადების წესი:
გავრეცხოთ ბოსტნეული. კანგაცლილი პომიდორი, ნიგოზი და გასუფთავებული ნიორი ერთად დავაბლენდეროთ. დავამატოთ მარილი (1 ჩაის კოვზი) და წვრილად დაჭრილი შაშკვლავი. ბადრიჯანი და ყაბაყი დავჭრათ თხელ მოგრძო ნაჭრებად.
ფარში მოვთუშოთ ზეთთან ერთად, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კუბებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა (მარილი და პილპილი გემოვნებით). თითო კოვზი შეზავებული ფარში გადავანაწილოთ თხლად დაჭრილ ყაბაყზე და ბადრიჯანზე. გავახვიოთ ისე, როგორც რულეტი. დავამაგროთ ჩხირებით და შევავსოთ გამოსაცხობი ფორმა. ზემოდან დავასხათ პომიდვრის სოუსი.
შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე 45 წუთით. 10 წუთით ადრე დავამატოთ გახეხილი სულგუნი და მოვბრაწოთ ზემოდან.
მიირთვით თბილ მდგომარეობაში.

მაიკო ნავროზაშვილის რეცეპტი


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ყაბაყი, ნიგოზი, badrijani, ბოსტნეული, ნიორი, სულგუნი, sulguni, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა, შერეული ფარში ნანახია: 1191 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]