Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბოსტნეულის მარტივი, სასარგებლო და გემრიელი საუზმე / bostneulis martivi, sasargeblo da gemrieli sauzme
2017-07-24, 8:44 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
300 გრამი ყაბაყი
1 ცალი ხახვი
1 ცალი სტაფილო
1 ცალი პომიდორი
0.5 შეკვრა კამა
50 გრამი ყველი
2 ცალი კვერცხი
100 მლ რძე
მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
ყაბაყი კარგად გარეცხეთ. შუაზე გაჭერით და თესლი ამოაცალეთ. შემდეგ კი ნახევარრგოლებად დაჭერით. ამგვარად დაჭერით ხახვი, სტაფილო და პომიდორი.
საცხობ ფორმას ზეთი გადაუსვით და მასზე დაჭრილი ბოსტნეული მოათავსეთ. დაუმატეთ მარილი და პილპილი. აცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.
სოუსის მოსამზადებად, ღრმა ჯამში აურიეთ კვერცხი, რძე, მარილი და პილპილი. როცა ბოსტნეული მომზადდება მოასხით სოუსი და მოაყარეთ გახეხილი ყველი. ღუმელში კვლავ 5-7 წუთით შედგით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: ბოსტნეული, ყაბაყი, სტაფილო, საუზმე, პომიდორი, yabayi, pomidori, kabaki, stafilo, bostneuli ნანახია: 1452 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]