Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ყაბაყის როლი ორაგულით / kabakis roli oragulit
2019-03-01, 11:17 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ყაბაყი
1 კვერცხი
2 სუფრის კოვზი სახამებელი
4 სუფრის კოვზი ფქვილი
80 გრ. ორაგული შებოლილი
160 გრ. გაწურული მაწონი
4 გრ. დაღერღილი წიწაკა
1-2 კბილი ნიორი
40 გრ. ბროწეული
20 გრ. ტარხუნა
20 გრ. კამა
50 მლ. ზეთი

მომზადების წესი:
დავჭრათ ყაბაყი 0.7 სმ სისქის გრძელ ნაჭრებად (ერთი ყაბაყიდან უნდა გამოვიდეს 4-5 ნაჭერი) და ამოვიყვანოთ სახამებელში. ერთმანეთში ვურვთ 1 კვერცხს, 2 ს/კ წყალს და ფქვილს.
ყაბაყის ფირფიტა ჯერ ამოვავლოთ მიღებულ მასაში, შემდეგ ფქვილში.
ზეთი დავასხათ ტაფაზე და გავაცხელოთ. ჩავაწყოთ ყაბაყი და შევწვათ ორივე მხრიდან.
გაწურული მოწონს დავახეხოთ ნიორი, მოვაყაროთ დაღერღილი წიწაკა და მარილი, ერთმანეთში გადავზილოთ დანით. მიღებული მასა წავუსვათ ყაბაყის ფირფიტას, დავადოთ მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი ორაგულის ნაჭრები, მოვაყაროთ ბროწეული, კამისა და ტარხუნის რამოდენიმე ღერი და გადავახვიოთ.
გემრიელად მიირთვით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: kvercxi, broweuli, bostneuli, tevzeuli, kulinaria, recepti, kverckhi, Tevzi, matsoni, კულინარია, kabaki, ყაბაყი, ორაგული, brotseuli, თევზი, mawoni, tarkhuna, maconi, zeti, tarxuna, fqvili, oraguli, yabayi, kama ნანახია: 1333 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]