Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ორაგული ღვინის სოუსით / oraguli ghvinis sousit
2016-06-17, 7:29 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა: (4 ულუფა)
8 ცალი ორაგულის სტეიკი
800 მლ. წითელი მშრალი ღვინო
60 გრ. სახამებელი
4 ცალი ლიმონი
120 გრ. როზმარინი
8 გრ. მარილი
8 გრ. პილპილი

მომზადების წესი:
ორაგულის სტეიკი გავასუფთაოთ ფხებისგან, ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი, პილპილი და როზმარინი. გავაცხელოთ ტაფა საშუალო ცეცხლზე, დავასხათ ზეთი, დავდოთ ორაგული კანის მხრიდან 2 წუთით, შემდეგ ამოვაბრუნოთ და ისევ 2 წუთით გადმოვიღოთ ხელსახოცდაფენილ თეფშზე, რათა ზედმეტი ცხიმისგან გათავისუფლდეს.

პატარა ქვაბში ჩავასხათ ღვინის ნახევარი. დავამატოთ დარჩენილი როზმარინი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, მეორე ნახევარში გავხსნათ სახამებელი და ნელ-ნელა დავუმატოთ ქვაბში როზმარინიან ღვინოს და ვურიოთ, სოუსი ნელ-ნელა შესქელდება, ადუღების შემდეგ 2 წუთში გადმოვდგათ ცეცხლიდან და გადავწუროთ საწურზე. ვაცადოთ გაგრილება.

სუფრასთან მივიტანოთ თბილ მდგომარეობაში, ორაგულს მოვასხათ ლიმონის წვენი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მზარეული, კულინარია, oraguli, mzareuli, kulinaria, თევზი, Tevzi, tevzeuli, ორაგული, თევზეული ნანახია: 1631 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]