Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ღუმელში შემწვარი სადღესასწაულო ორაგული / ghumelshi shemtsvari sadghesastsaulo oraguli
2017-08-24, 0:49 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ორაგული - 1 კგ
სოკო - 200 გ
ნაღები - 50 გ
ხახვი - 1 პატარა თავი
მწვანე ხახვი - 3-5 ღერი
მარილი და პილპილი
ლიმონის წვენი
ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:
თევზი გაწერით ორად სიგრძეზე, ამოაცალეთ ხერხემალი და ფხები.
ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოშუშეთ დაჭრილი სოკო ხახვთან ერთად. დაასხით ნაღები და წამოადუღეთ, რომ აორთქლდეს. ნაღები რომ შესქელდება, გადმოდგით, დაამატეთ მარილი, პილპილი და დაჭრილი მწვანე ხახვი.
ღუმელის ფორმაში ჩადეთ პერგამენტის ქაღალდი. დაადეთ ფილეს ერთი ნაწილი.მოასხით ლიმონი, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ზემოდან გაანაწილეთ სოკო და დააფარეთ მეორე ნაწილი ფილე, ასევე ლიმონის წვენმოსხმული.
შეფუთეთ ქაღალდში და შედგით 200 გრადუსზე 20 წუთით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: naghebi, oraguli, თევზი, Tevzi, სოკო, tevzeuli, Soko, ორაგული, თევზეული, ნაღები ნანახია: 1096 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]