Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კალმახი ჭარხლისა და ტყემლის გარნირით / kalmakhi charkhlisa da tkemlis garnirit
2017-08-12, 5:46 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 კალმახი
500 გრ. ჭარხალი
100 გრ. წითელი ტყემალი
1 ლიმონი
120 მლ. ზეთი
400 გრ. სალათის ფოთოლი
1/2 ჩაის კოვზი ბაზილიკი
2 ჩაის კოვზი მარილი
მიკრომწვანილი გასაფორმებლად

მომზადების წესი:
გაასუფთავეთ კალმახი შიგნეულობისგან. სალათის ფოთლები კარგად გარეცხეთ და გაწურეთ სპეციალურ საწურში, ან დადეთ საშრობზე.
ჭარხალი გარეცხეთ კარგად, გაფრცქვენით, დაჭერით წვრილ რგოლებად, შემდეგ ეს რგოლები დაჭერით წვრილ და გრძელ ნაჭრებად. ზეთიან ტაფაზე დაყარეთ ჭარხალი და მოშუშეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოასხით ტყემალი, ბაზილიკი და კარგად აურიეთ. ბოლოს გემოვნებით დაუმატეთ მარილი.
პარალელურად, გასუფთავებულ კალმახს მოაყარეთ მარილი.მოათავსეთ კალმახის მუცელში ცოტა ბაზილიკი და ლიმონის თხლად დაჭრილი 3 ცალი რგოლი. ალუმინის ფურცელს წაუსვით ზეთი, ზედ მოათავსეთ კალმახი და შეკარით. შედგით წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით და გამოაცხვეთ.
გააფორმეთ სალათის ფოთლებით და მიკრომწვანილით. მიირთვით ჭარხლის გარნირთან ერთად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: kalmaxi, თევზი, Tevzi, tevzeuli, კალმახი, ჭარხალი, თევზეული, ტყემალი, tyemali, charxali ნანახია: 1136 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]