Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ფარავნის კალმახის წვნიანი / faravnis kalmakhis tsvniani
2017-09-17, 6:47 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
600 გრ. კალმახის ფილე
20 გრ. ლიმონი
25 გრ. თეთრი ხახვი
20 გრ. სტაფილო
40 გრ. ისპანახი
10 გრ. მწვანე ხახვი
50 გრ. ნიახური
50 გრ. ოხარხუში
1 კბილი ნიორი
1 დაფნის ფოთოლი
150 გრ. სტაფილო
120 გრ. ხახვი თეთრი

მომზადების წესი:
პირველ რიგში, ბულიონის ინგრედიენტები გავრეცხოთ, ჩავყაროთ 2 ლიტრიან ქვაბში და წამოვადუღოთ 1 საათის მანძილზე. ეს იმისთვის, რომ არ გამოვიყენოთ არაჯანსაღი პროდუქტი.
დავჭრათ კალმახი წვრილად. ნაჭრები უნდა იყოს ძალიან თხელი, დაახლოებით 5მმ.
პარალელურად გავიმზადოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება. თევზის მასისთვის საჭირო პროდუქტი დავჭრათ ძალიან წვრილად, როცა ვამბობ ძალიან წვრილად, ვგულისხმობ იმდენად წვრილად, რომ ხახვის რკალები თითქმის გამჭვირვალე იყოს, ისპანახი წვრილი ბალახივით ვაქციოთ, იგივე ზომაზე სტაფილო, ლიმონი. მწვანე ხახვი.
წვნიანის ყველა ინგრიდიენტი მოვათავსოთ ღრმა ჭურჭელში, მოვასხათ მდუღარე ბულიონი და 1 წუთში მივირთვათ. ამ კერძის, ასე ვთქვათ, "მუღამი" იმაშია, რომ უმი თევზის ნაჭრები ძალიან მალე იხარშება, რადგან თხლადაა დაჭრილი, მაგრამ იმიტომ, რომ დუღილის და ხარშვის აქტიურ პროცესს არ გაივლის, არ დაიშლება და გემოს არ დაკარგავს. ისპანახიც არ იქნება გადახარშული და ბოსტნეულის წმინდა არომატები შენარჩუნდება.
სერვირებისთვის, შეგიძლით დაუმატოთ ცხარე დაღერღილი წიწაკის ფანტელები, რაც წვნიანს დამატებით არომატს შესძენს.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: kalmaxi, kalmakhis file, თევზი, Tevzi, tevzeuli, კალმახის ფილე, კალმახი, kalmakhi, თევზეული, წვნიანი ნანახია: 1146 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]