Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

იაპონური კერძი ორაგულითა და ბრინჯით / iaponuri kerdzi oragulita da brinjit
2017-08-13, 2:13 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ერთი სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი
მეოთხედი ჭიქა სოიოს სოუსი
მეოთხედი ჭიქა ყავისფერი შაქარი
ნახევარი ჩაის კოვზი ჯანჯაფილი
მეოთხედი ჩაის კოვზი დაფქული ნიორი
ორი სუფრის კოვზი თაფლი
ოთხი ორაგულის ფილე
ერთი თეფში ბრინჯი

სოუსის ინგრედიენტები:
ნახევარი ჭიქა მაიონეზი
2-3 მაგიდის კოვზი კეტჩუპი
ნახევარი სუფრის კოვზი შესქელებული რძე

მომზადების წესი:
პირველ რიგში კეტჩუპის სოუსით დავიწყოთ. შევურიოთ ერთმანეთში მაიონეზი, კეტჩუპი და შესქელებული რძე. თუ ზედმეტად ცხარე კერძები მოგწონთ, შეგიძლიათ წიწაკაც დაამატოთ.
შემდეგ კარგად აურიეთ ერთმანეთში
როდესაც ამას გააკეთებთ, უნდა მიხედოთ ტერიაკის მარინადსაც. აურიეთ სოიოს სოუსი, ყავისფერი შაქარი, ჯანჯაფილი, დაფქვილი ნიორი, თაფლი და ერთი ჭიქა წყალი. მოათავსეთ საშუალო ტემპერატურაზე და დაელოდეთ სანამ არ ადუღდება.
შეურიეთ სიმინდის ფქვილი და მეოთხედი ჭიქა წყალი. დაუმატეთ ეს ყველაფერი მარინადს რომ უფრო შესქელდეს.
იმ დონემდე უნდა შეასქელოთ რომ კოვზის დაფარვა შეძლოს.
ტერიაკის მარინადი ოდნავ გააგრილეთ, სანამ მას ორაგულს შეურევთ.
მარინადით დაფარული ორაგული შედეთ მაცივარში დაახლოებით ნახევარი საათის მანძილზე. რაც უფრო დიდი ხნით გააჩერებთ, მით უკეთესია.
მაცივრიდან გამოღების შემდეგ გააცხელეთ ის დაახლოებით 200 გრადუსზე, თუმცა ყურადღებით უნდა იყოთ, რომ არ გადაადუღოთ.

როგორც კი ორაგულს ღუმელიდან გამოვიღებთ, დავდოთ ის ბრინჯის პორციაზე, რომელსაც ზემოდან ცოტა კეტჩუპი უნდა დაუმატოთ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: oraguli, ბრინჯი, თევზი, Tevzi, tevzeuli, brinji, ორაგული, თევზეული, iaponuri samzareulo, იაპონური სამზარეულო ნანახია: 1125 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]