Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კალმახი ბროწეულით / kalmakhi brotseulit
2013-04-06, 4:08 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კალმახი 1 კგ.
კარაქი 100გრ.
ნიორი 2-3 კბილი
კვერცხი 2ც.
ლიმონი 1ც.
ბროწეულის წვენი 1 ჭიქა
ქინძი, ოხრახუში, ტარხუნა, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
თევზი გამოვშიგნოთ (ისე რომ მუცელი არ გავჭრათ) ხვრელიდან რომელიც წარმოიქმნება ლაყუჩების გამოცლის შემდეგ, გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. კვერცხი მოვხარშოთ და დავჭრათ კუბიკებად დავამატოთ წვრილად დაჭრილი ლიმონი და ტარხუა, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და კარგად ავურიოთ. თევზის მუცელი ამოვავსოთ მომზადებული შიგთავსით და შევწვათ კარაქში ოქროსფერი ფერის მიღებამდე, შემდეგ შევდოთ აირღუმელში მომზადებამდე. ბროწეულის წვენში დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, დანაყილი ნიორი, მოვაყაროთ მარილი და ავურიოთ, სოუსი ჩავასხათ სასურველ ჭურჭელში და მივიტანოთ თევზთან ერთად. (თევზი შეგვიძლია გავაფორმოთ, მწვანილით, შემწვარი პომიდვრით და ბადრიჯნით).


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ტარხუნა, kalmaxi, ოხრახუში, Tevzi, tevzeuli, kalmakhi, kalmakhi brotseulit, კალმახი ბროწეულით, ქინძი, kalmaxi broweulit ნანახია: 2062 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]