Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ღუმელში გამომცხვარი კალმახი ციტრუსის სოუსით / ghumelshi gamomckhvari kalmakhi citrusis sousit
2018-05-08, 10:02 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
300 გრ. კალმახი
100 გრ. ზეითუნის ზეთი
500 გრ. ფორთოხალი
200 გრ. ლიმონი
100 გრ. ბრინჯი
2 გრ. შირბახტი
100 გრ. კარაქი
100 გრ. ფქვილი
10 გრ. კოჭა
2 გრ. სეზამი

მომზადების წესი:
გარეცხეთ და გაასუფთავეთ კალმახი, დაჭერით სასურველ ნაჭრებად (ან გამოაცხვეთ მთლიანად). მოათავსეთ სინზე საცხობ პერგამენტთან ერთად, მოასხით 10 გრ. ზეითუნის ზეთი, მარილი და ლიმონის წვენი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.

გავწუროთ ფორთოხალი და წვენი წამოვადუღოთ. ცალქე დავადნოთ კარაქი და ნელ-ნელა დავამატოთ ფქვილი, თანდათან მოვურიოთ და მივიყვანოთ შესქელებამდე. სულ ბოლოს დავამატოთ ფორთოხლის წვენი და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. მოვხარშოთ ბრინჯი და შევაზავოთ გახეხილ კოჭასთან, შირბახთან და სეზამთან ერთად. მოვასხათ ზეითუნის ზეთი. მივცეთ სასურველი ფორმა და გავაფორმოთ მიკრო მწვანილით.

მიირთვით კალმახი ციტრუსის სოუსით ბრინჯთან ერთად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: karaqi, citrusi, tevzeuli, zeitunis zeti, kalmaxi, Tevzi, sezami, fortokhali, fqvili, kalmakhi ნანახია: 863 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]