Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მარილში გამომცხვარი თევზი დორადო ადესის სოუსით / marilshi gamomckhvari tevzi dorado adesis sousit
2020-09-03, 1:00 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1200 გრ. დორადო
გრ. მარილი
15 გრ. როზმარინი
150 გრ. სატაცური
210 გრ. ლიმონი
30 გრ. თაფლი
3 ცალი ხახვი
300 გრ. ყურძენი ადესა
90 გრ. კარაქი
15 გრ. ისპანახი
90 გრ. თეთრი ღვინო

მომზადების წესი:
დორადოს მუცელში მოვათავსოთ ცოცხალი როზმარინი და ვეცადოთ მუცელი ისე დავუხუროთ, რომ მარილი არ მოხვდეს.
საცხობ ფირფიტაზე დავყაროთ დაახლოები 200 გრამი მარილი, დავდოთ თევზი და დავაყაროთ დარჩენილი მარილი ზემოდან, ისე რომ თევზი დაიფაროს. მოვათავსოთ ღუმელში 220 გრადუსზე.
სოუსის მოსამზადებლად გავაცხელოთ ქვაბი, დავასხათ კონიაკი და ცეცხლი მოვუკიდოთ, დავუმატოთ კარაქი, ხახვი და თეთრი ღვინო. ხახვი მოვთუშოთ 2-3 წუთი, დავასხათ წინასწარ დაბლენდერებული ადესა, შევანელოთ ლიმონით და ცოტა თაფლით, მარილი გემოვნებით. ცეცხლიდან გადმოღების შემდეგ მასა გადავწუროთ საწურზე და დავუმატოთ იმდენი კარაქი რომ სოუსი ბლანტი გახდეს. სოუსი უნდა იყოს მომჟავო-მოტკბო გემოსი. სატაცური მოვშუშოთ ნიორში და თეთრ ღვინოში.
ლიმონის ღრუბლის მოსამზადებლად ლიმონის წვენი დავაბალანსოთ წყლით და ცოტა ჯანჯაფილით. 500 გრამ წვენზე დაგვჭირდება 4 გრამი ლეციტინი. ხელის ბლენდერით ამოვიყვანთ ღრუბელს. ისპანახის ჩიფსს ვამზადებთ ცხელ ზეთში.

მარილში გამომცხვარ დორადოს მარილი უნდა მოვაცილოთ ისე, რომ ფილე არ გავამარილიანოთ. გავტეხავთ მარილს და გავაცალკევებთ ფილეს, გადავიტანთ თეფშზე, დავუდებთ შემწვარ სატაცურს, ისპანახის ჩიფსს, სადაც ჩავდებთ ლიმონის ღრუბელს. მოვასხამთ ადესის სოუსს, გავაფორმებთ კანგაცლილი ადესის მარცვლებით და ბარდის მიკრო მწვანილით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: Dorado, ყურძენი ადესა, ისპანახი, khakhvi, limoni, დორადო, ხახვი, სატაცური, Tevzi, tafli, ispanakhi, karaqi, თევზი დორადო, satacuri, თაფლი, კარაქი, თევზი, tevzeuli, ლიმონი, თევზეული, rozmarini, თეთრი ღვინი, tevzi dorado, როზმარინი, kurdzeni adesa ნანახია: 1086 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]