მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ფეიხოას შტრუდელი / feikhoas shtrudeli
2017-09-17, 9:34 AM |
შემადგენლობა:
500 გრ. ფეიხოა
20 გრ. კარდამონი დაფქვილი
50 გრ. თაფლი
1 ვანილის ჩხირი
50 გრ. კარაქი
100 გრ. ფსტა
100 გრ. შაქრის პუდრა
1 ლიმონი
1 ფილოს ცომი (თურქული პახლავას ცომი)
მომზადების წესი:
გავთალოთ და დავჭრათ ფეიხოა, ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ კარდამონი, თაფლი, ვანილი და მოვასხათ ცოტაოდენი წყალი. გავაცხელოთ რამდენიმე წუთით საშუალო ცეცხლზე, რათა კარგად შეერიოს ერთმანეთს. გადმოვიღოთ, გავწუროთ და გავაცივოთ.
ღუმელი გავაცხელოთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. ცომი დავალაგოთ ფენებად, ყოველ ფენას წავუსვათ გამდნარი კარაქი და მოვაყაროთ ყავისფერი შაქარი. ცომის ბოლო ფენაზე დავდოთ გულსართი და დავახვიოთ რულეტი.
შტრუდელს ზემოდან გადაუსვათ კვერცხის გულისა და რძის ნარევი. კარგია თუ მოვაყრით ნუშის ფანტელებს. გამოვაცხოთ ოქროსფრად შეფერვამდე.
მაგიდასთან მივიტანოთ ცხელი შტრუდელი ნაყინთან ან ათქვეფილ ნაღებთან ერთად.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |